ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური


გადაწყვეტილება № 2371434

გაცემის თარიღი: 06/01/2016
გაცნობის თარიღი: 06/01/2016
განცხადების ნომერი: AR1362920
შემოსვლის თარიღი: 04/01/2016
შედეგი: შუალედური
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
  • საკადასტრო კოდი: 01.16.03.003.008
  • მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა გიგო ზაზიაშვილი , N 13ბ
  • ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
  • ფართობი: 914.0 კვ.მ
  • მესაკუთრე(ები): სახელმწიფო
ნომენკლატურა :
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • საცხოვრებელი ობიექტები
    • ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი
დამკვეთი - განმცხადებელი:
  • კახა ჩანტლაძე პ/ნ 01017053909
  • მისამართი: თბილისი რიწის ქ. N 35
    ....ობიექტის ფუნქციური დანიშნულება :
    • ....ქმედებები: 1663.0


    "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 83-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, "ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების, "დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 05 ივნისის #6-17 გადაწყვეტილების თანახმად

    გადაწყვეტილება

    თქვენი 2016  წლის 4 იანვარს AR1362920 განცხადების  პასუხად, რომლითაც ითხოვთ საკადასტრო გეგმით #01.16.03.003.008 მიწის ნაკვეთზე  არსებული შენობა–ნაგებობის სარეკონსტრუქციოდ ინდივიდუალური  საცხოვრებელი სახლის ფუნქციით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებას გაცნობებთ, რომ  მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გასავლელად აუცილებელ დოკუმენტებს წარმოადგენს:

     

    1)      ტოპოგრაფიული გეგმა – (ტერიტორიის ნაწილის ორთოგონალური პროექციის მსხვილმასშტაბიანი (მ 1:10000 და ნაკლები) ნახაზი ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, რომელიც პირობითი აღნიშვნების გამოყენებით, დედამიწის დონებრივი სიმრუდის გარეშე ასახავს ფიზიკურ გარემოს), უნდა იყოს დამოწმებული ისე, რომ იძლეოდეს მისი განმახორციელებელი შესაბამისი სამშენებლო საქმიანობის ძირითადი და მათ შორის, პასუხისმგებელი სპეციალისტების იდენტიფიცირების საშუალებას. აღნიშნული დოკუმენტი უნდა ატვირთოთ ამავე განაცხადის შესაბამის  ველში (არებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის (საპროექტო ტერიტორიის) ტოპოგრაფიული გეგმა, მასშტაბი 1:500  * ).

     

    2)      რეალური საინფორმაციო დაფა – (განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), რეალურ გარემოში თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის მისამართი; ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები; დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი;  საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ)  აღნიშნული დოკუმენტი უნდა ატვირთოთ ამავე განაცხადის შესაბამის  დახარვეზებულ ველში (აინფორმაციო დაფა-ბანერი*). 

     

    3)      ტერიტორიის რეალური ამსახველი ფოტომასალა;



        გაითვალისწინეთ, თქვენი მხრიდან კვლავ არასრულყოფილი და ხარვეზების შემცველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    • დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, სამსახურის ტექნიკური პრობლემების ცხელ ხაზზე - 2378346, ან ისარგებლოთ არქიტექტურის სამსახურის ონლაინ კონსულტაციის სერვისით, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ  შარტავას . #7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე #4.
    • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.