ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური


ბრძანება № 2722308

გაცემის თარიღი: 19/07/2016
გაცნობის თარიღი: 19/07/2016
განცხადების ნომერი: AR1404624
შემოსვლის თარიღი: 16/05/2016
შედეგი: თანხმობა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
  • საკადასტრო კოდი: 01.14.03.042.126
  • მისამართი: ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 34 , შიდა კვარტალში , N101-ე სკოლის მოპირდაპირედ , (ნაკვეთი N21, N22, N20)
  • ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
  • ფართობი: 1684.0 კვ.მ
  • მესაკუთრე(ები): ამხანაგობა "ჩვენი სახლი" (205202421)
ნომენკლატურა :
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილება
დამკვეთი - განმცხადებელი:
  • ზვიად კვირიკაძე პ/ნ 01008011931
  • მისამართი: თბილისი გ.შატბერაშვილის ქ. N 2 კორ. 8 ბ. 46

    . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპთბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.12.2014 . #1655468 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილებისა და დამატების  შეტანის თაობაზე

     

    მოქალაქე ზვიად კვირიკაძემ 16.05.2016 . #AR1404624 განცხადებით  მომართა . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპთბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა სამსახურის 23.12.2014 . #1655468 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა.  

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის  არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპთბილისის არქიტექურის სამსახურის მიერ 23.12.2014 . #1655468 გადაწყვეტილებით . თბილისში, გამზირი ალ. ყაზბეგი #34, შიდა კვარტალში #101- სკოლის მოპირდაპირედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკად. კოდი: #01.14.03.042.126, ფართობი 1684 კვ..) დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დამტკიცებული იქნა  მიწის სამშენებლოდ ნაკვეთის გამოყენების პირობები.

    განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 23.12.2014 . #1655468 გადაწყვეტილებით დამტკიცებული  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას ახალი საპროექტო ობიექტის ფუნქციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, კერძოდ: დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და ამბულატორიის დაფიქსირება.

    "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნულ ტერიტორიაზე ვრცელდება იგივე ფუნქციური ზონა, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა, შეიტანოს ცვლილება სამსახურის 23.12.2014 . #1655468 გადაწყვეტილებით დამტკიცებული  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში

    "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად

    ბრძანება

    1.            შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.12.2014 წ. #1655468 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ საპროექტო ობიექტად დაფიქსირდეს: დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და ამბულატორია;

    2.            ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.12.2014 წ. #1655468 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს დაემატოს შენიშვნა: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების განხორციელების საფუძველია წარმოდგენილი განმარტებითი ბარათი და გრაფიკული ნაწილი იმის შესახებ, რომ  ავტოსადგომების დიდი ნაწილი ეთმობა ამბულატორიას;

    3.            წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.12.2014 წ. #1655468 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან ერთად.


    • დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, სამსახურის ტექნიკური პრობლემების ცხელ ხაზზე - 2378346, ან ისარგებლოთ არქიტექტურის სამსახურის ონლაინ კონსულტაციის სერვისით, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ  შარტავას . #7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე #4.
    • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.