ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური


ბრძანება № 3113557

გაცემის თარიღი: 23/02/2017
გაცნობის თარიღი: 23/02/2017
განცხადების ნომერი: AR1476295
შემოსვლის თარიღი: 08/02/2017
შედეგი: თანხმობა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
  • საკადასტრო კოდი: 01.15.02.038.003
  • მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა ბარნოვი , N 10 , (ნაკვ. 38/3)
  • ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
  • ფართობი: 397.0 კვ.მ
  • მესაკუთრე(ები): შპს "ტრიპელ ეი" (404523725)
ნომენკლატურა :
  • მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა
  • III კლასი
  • ვადაგასული
  • მშენებლობის ნებართვა
დამკვეთი - განმცხადებელი:
  • გიორგი ოთარიძე პ/ნ 01017014352
  • მისამართი: ანჯაფარიძის 8
    .სატიტულო ინფორმაცია.:
    • .ფუნქციური დანიშნულების სახეობა.: საცხოვრებელი, საზოგადოებრივი , კომერციული;
    • .მთავარი არქიტექტორის/სპეციალისტი სახელი და გვარი.: ნიკოლოზ ჩხაიძე


    .დამკვეთის ინფორმაცია.:
    • .ორგანიზაცია (არესბობის შემთხვევაში).: შპს "ტრიპელ პეი "
    • .საიდენტიფიკაციო კოდი.: 404523725
    • .დამკვეთ(ებ)ის სახელი და გვარი.: ნინო სიხარულიძე
    • .დამკვეთ(ებ)ის პირადი ნომერი.: 26001005873


    .მშენებლობის ნებართვის რეკვიზიტები.:
    • .მშენებლობის ნებართვის ბრძანების ნომერი. : 2414654
    • .მშენებლობის ნებართვის ბრძანების თარიღი. : 5.02.2016


    – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა
    სარეგისტრაციო ნომერი N 882016819983, საკადასტრო კოდი N 01.15.02.038.003

    – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
    სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული
    მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 16.02.2017წ. N7 ოქმი

    "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, "ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად

    ბრძანება

    1. გაიცეს ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩა N 10-ში (ნაკვ. 38/3), შპს "ტრიპელ ეი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს სანებართვო მოწმობა.

    2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 27 თებერვლიდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
    3. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:
    3.1 სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო–გეოლოგიური კვლევა.
    3.2 საჭიროების შემთხვევაში შენობა–ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის N57 დადგენილების 35–ე მუხლის შესაბამისად.
    3.3 მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ამ დადგენილების 61–ე მუხლის შესაბამისად.
    3.4 კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა–ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე–საძირკვლისაგან.
    3.5. მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრის/გადარგვის შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა.
    3.6. მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრეების თანხმობა/ნებართვა.

    • მშენებლობის დამთავრების შემდეგ ობიექტი მიღებული იქნას ექსპლუატაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

    • სამშენებლო დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. 

    • თუ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტაციას, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევის მიმართ გაატარებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას. 

    • დამკვეთი ვალდებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს იმ დოკუმენტაციის გაცნობა, რომელიც ამ უკანასკნელმა უნდა იქონიოს სამშენებლო მოედანზე. 

    • საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და განახლდეს სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, თუ ეს არსებითად ცვლის დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას. 

    • დამკვეთი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: 

    - აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; 

    - აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე; 

    - აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; 

    - აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით; 

    - უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება; 

    • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    • დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ  შარტავას . #7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე #4.