ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
ბრძანება № 3233508
გაცემის თარიღი: 03/05/2017
გაცნობის თარიღი: 03/05/2017
განცხადების ნომერი: AR1496668
შემოსვლის თარიღი: 19/04/2017
შედეგი: უარყოფა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
- საკადასტრო კოდი: 01.15.06.001.046
- მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა ყიფიანი , N 35 ბ / ქალაქი თბილისი , ყიფიანის ქუჩა N35ბ-ს მიმდებარედ
- ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
- ფართობი: 865.0 კვ.მ
- მესაკუთრე(ები): შპს ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ + (404897741)
- საკადასტრო კოდი: 01.15.06.001.050
- მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა ყიფიანი , N 29ბ / ქალაქი თბილისი , ქუჩა ყიფიანი , N35ბ-ს მიმდებარედ
- ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
- ფართობი: 668.0 კვ.მ
- მესაკუთრე(ები): ნინო ბურკაძე (P/N: 01007006241)
ნომენკლატურა :
- სასტუმრო
- IV კლასი
- ახალი მშენებლობა
- ესკიზის წინასწარი შეთანხმება
დამკვეთი - განმცხადებელი:
- დავით ვაშაკიძე პ/ნ 01024003923
- მისამართი: თბილისი ატენის ქ. N 18
.სატიტულო ინფორმაცია.:
- .ფუნქციური დანიშნულების სახეობა.: სასტუმრო
- .მთავარი არქიტექტორის/სპეციალისტი სახელი და გვარი.: დავით ვაშაკიძე
- .ორგანიზაცია (არესბობის შემთხვევაში).: შპს "დავით ვაშაკიძე არქიტექტს"
- .საიდენტიფიკაციო კოდი.: 405046258
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად ქ. თბილისში, ყიფიანის ქ. N35ბ/ყიფიანის ქ. N35ბ-ს მიმდებარედ, ყიფიანის ქ. N29ბ/ყიფიანის ქ. N35ბ-ს მიმდებარედ სასტუმროს ესკიზური პროექტის შეთანხმების საკითხი განხილული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N16, 20.04.2017წ.), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც უარი ეთქვა წარმოდგენილი ესკიზის წინასწარ შეთანხმებას. რეკომენდაცია: გათვალისწინებული იქნეს საბჭოს წევრების რეკომენდაციები.
სამსახურმა გაითვალისწინა საბჭოს გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს, მოქ. დ. ვაშაკიძეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, "ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად
ბრძანება
უარი ეთქვას მოქ. დ. ვაშაკიძეს ქ. თბილისში, ყიფიანის ქ. N35ბ/ყიფიანის ქ. N35ბ-ს მიმდებარედ, ყიფიანის ქ. N29ბ/ყიფიანის ქ. N35ბ-ს მიმდებარედ სასტუმროს ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე.
- დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ
შარტავას ქ. #7, მერიის შენობა,
პირველი სართული, სივრცე
#4.
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.