ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
ბრძანება № 3303758
გაცემის თარიღი: 05/06/2017
გაცნობის თარიღი: 06/06/2017
განცხადების ნომერი: AR1509964
შემოსვლის თარიღი: 31/05/2017
შედეგი: უარყოფა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
- საკადასტრო კოდი: -
- მისამართი: თამარ მეფის და წინაძღვრიშვილის ქ. კვეთა
- ნაკვეთის დანიშნულება: -
- ფართობი: -
- მესაკუთრე(ები): -
ნომენკლატურა :
- I კლასი
- აბრებისა და რეკლამების განთავსება
ახალი მშენებლობა
დამკვეთი - განმცხადებელი:
- თამარ მელიქიძე პ/ნ 01027018747
- მისამართი: თბილისი, ქურხულის შეს. 2, ბ. 4
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების
თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით
დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში
შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად ქ. თბილისში, თამარ
მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე სარეკლამო კონსტრუქციის განთავსების საკითხი განხილული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
საბჭოზე (ოქმი N22, 01.06.2017 წ), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს ეთქვა უარი. რეკომენდაცია: "სარეკლამო ბანერი შესაძლებელია განთავსდეს წინამძღვრიშვილის ქ. N176-ში მდებარე შენობის
კედელზე".
სამსახურმა გაითვალისწინა საბჭოს გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს, მოქ. თ.
მელიქიძეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის,"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილების თანახმად.
ბრძანება
1. უარი ეთქვას, მოქ. თ. მელიქიძეს, ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე სარეკლამო კონსტრუქციის განთავსებაზე.
- დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ
შარტავას ქ. #7, მერიის შენობა,
პირველი სართული, სივრცე
#4.
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.