ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური


ბრძანება № 3401322

გაცემის თარიღი: 21/07/2017
გაცნობის თარიღი: 06/08/2017
განცხადების ნომერი: AR1516786
შემოსვლის თარიღი: 07/07/2017
შედეგი: თანხმობა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
  • საკადასტრო კოდი: 01.16.06.047.021
  • მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა ბუხაიძე , შესახვევი I , N 6
  • ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
  • ფართობი: 585.0 კვ.მ
  • მესაკუთრე(ები): ომარ ჟღენტი (P/N: 01005003318)
ნომენკლატურა :
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • საცხოვრებელი ობიექტები
    • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
დამკვეთი - განმცხადებელი:
  • გიორგი გიორგაძე პ/ნ 01007003791
  • მისამართი: თბილისი რ.აგლაძის ქ. N 37 ბ. 26
    ....ობიექტის ფუნქციური დანიშნულება :
    • ....ქმედებები: 1662.0


    „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს” 2017  წლის 13 ივლისის  #29  სხდომის ოქმისა და ქ თბილისის მერის 2010 წლის 15 თებერვლის #382 განკარგულების გათვალისწინებით,

     

    „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ თანახმად.

    ბრძანება

    1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე გიორგი გიორგაძის 2017 წლის 7 ივნისის  NAR156786  განცხადებადა დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;
    2. განემარტოს დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელია კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად (მათ საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
    3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

     

     

    მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები

     

           I.        ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ

     

    • საკადასტრო კოდი: 01.16.06.047.021;
    • ფართობი: 585 კვ.მ;
    • მიზნობრივი დანიშნულება:  არასასოფლო–სამეურნეო;
    • მიწათსარგებლობის ზონები, რომლებიც ვრცელდება ნაკვეთზე:

    ფუნქციური ზონა: საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) — საშუალო ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს; 

    საცხოვრებელი ზონა-3 (სზ-3) დაბალი ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს; 

     

    -        ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონა: შუალედური ზონა (შზ) – დედაქალაქის ტერიტორიების ათვისების საშუალო ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი;

     

    -        განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა: –––––

    -        განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა: –––––

    -        კულტურული მემკვიდრეობის ზონა:ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონას  (ისტ-1);

    -        გარემოს დაცვის ზონა:–––––

    -        ნორმატიული ფასის ზონა: ზონა 5 (ფასი 26 ლარი );

    • სპეციალური რეჟიმები:----------------------
    • არქეოლოგიური უბანი/ობიექტი: –––––
    • ეკოლოგიური მდგომარეობა: –––––

     

     

        II.        ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ 

     

    1.       სამშენებლო განვითარებიმიზანი

    • მშენებლობის სახეობა: ახალი მშენებლობა;
    • საპროექტო ობიექტი: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
    • ფუნქცია/დანიშნულება: საცხოვრებელი;

     

    2.    განაშენიანების რეგულირების პარამეტრები

     

    • კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრები:  საცხოვრებელი ზონა-5 (სზ-5)

     

    განაშენიანების რეგულირების პარამეტრები

    კ-1

    0,5

    კოეფიციენტი

    კ-2

    2,1

    კოეფიციენტი

    კ-3

    0,2

    კოეფიციენტი

    საცხოვრებელი სიმჭიდროვე

    ერთეული/ჰა

    მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები

    მინიმალური ფართობი

    500

    კვ.მ

    მინიმალური სიგანე

     15

    მეტრი

    მინიმალური სიღრმე

            25

    მეტრი

    შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე

    მეტრი

    შენიშვნა

    --------

     

    საცხოვრებელი ზონა-3 (სზ-3)

    განაშენიანების რეგულირების პარამეტრები

    კ-1

    0,5

    კოეფიციენტი

    კ-2

    1,5

    კოეფიციენტი

    კ-3

    0,3

    კოეფიციენტი

    საცხოვრებელი სიმჭიდროვე

     

    ერთეული/ჰა

    მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები

    მინიმალური ფართობი

    300

    კვ.მ

    მინიმალური სიგანე

    9

    მეტრი

    მინიმალური სიღრმე

    20

    მეტრი

    შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე

    -----

    მეტრი

    შენიშვნა

    ------------------

     

    • მიწის ნაკვეთისთვის მინიჭებული პარამეტრები:

    კ-1

    0.7

    კოეფიციენტი

    კ-2

    2.1

    კოეფიციენტი

    კ-3

    კოეფიციენტი

    საცხოვრებელი სიმჭიდროვე

    ერთეული/ჰა

    მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები

    მინიმალური ფართობი

    კვ.მ

    მინიმალური სიგანე

    მეტრი

    მინიმალური სიღრმე

    მეტრი

    შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე

    მეტრი

     

     

     

    • მიწის ნაკვეთისთვის მინიჭებული პარამეტრები:––––––

    შენიშვნა:   

    1. კოეფიციენტების ანგარიშის წესი იხილეთ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-11, მე-12 და  მე-13 მუხლებში. 

     

     

    3.    მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა 

     

    • განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი: ----------------------
    • განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი: ----------------------

     

    გაფრთხილება:

    1.    დაცულ იქნეს ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი (იხილეთ დანართი). 

     

     

    • საზოგადოებრივი საზღვრები: გააჩნია მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთით;
    • უკანა ეზო:––––– 
    • მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს საზოგადოებრივი საზღვრის მხრიდან  , ფორმულით H=L/Y, სადაც;

    -         H - განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის ნიშნულს;

    -         L წარმოადგენს დაშორებას შენობასა და საზოგადოებრივ სივრცეს ან/და სამეზობლო საზღვარს შორის.

    -         Y= წარმოადგენს კოეფიციენტს, რომლის მნიშვნელობაა:

    გ) 0.4 ყველა სხვა ზონისათვის.

     

    შენიშვნა: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის კონკრეტული წესები იხილეთ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“-ს V თავი.

     

      III.        დამატებითი / სპეციალური მოთხოვნები მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობების) სამშენებლო განვითარების მიმართ 

     

     

    1. ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობა:
    • ერთიკ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 150 2ზე; 
    1. გასათვალისწინებელი ტექნიკური რეგლამენტები:
    • დაცულ იქნას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების“ ტექნიკური რეგლამენტის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილებით) მოთხოვნები.
    1. განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირება:
    • დაუშვებელია შენობა-ნაგებობების სახურავებზე შემდეგი გადახურვის მასალების გამოყენება:

    ა) ნებისმიერი ფორმის მოთუთიებული თუნუქი (დაცვითი საფარისა და შეღებვის გარეშე);

    ბ) ნებისმიერი ფორმის შიფერი;

    გ) ფიქალი (გარდა საკულტო ნაგებობებისა).

    • ექსტერიერის ელემენტები და მოწყობილობები/დანადგარები:

    -        განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე არა/საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს (გარდა შენობა-ნაგებობის ყრუ ფასადისა ან/და მშენებარე შენობა-ნაგებობის ფასადისა);

    -        სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად  აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით.  ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე.

    -        ანტენები (სატელიტური, რადიო და სხვა) უნდა განთავსდეს სახურავზე. ტექნიკური აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მათი განთავსება  შენობის ფასადზე, ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე;

    -        ღიობების დამცავი საშუალებები (ჟალუზების, გისოსების და სხვა) უნდა მოეწყოს ერთიანი პროექტის საფუძველზე, მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტით;

    -        აივნებსა და ტერასებზე - ტენტების / საჩრდილობლების მოწყობა, ფასადის ერთიან სისტემაში გადაწყვეტა;

    • სახურავზე მასალების ფერების შერჩევა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნეს მიმდებარე განაშენიანების დომინანტური, ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურული გამომსახველობა;

     

    1. ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება:
    • მიწის ნაკვეთი საკადასტრო საზღვრებში საჭიროა კეთილმოეწყოს გამწვანების კოეფიციენტის  (კ-3) მინიმალური მაჩვენებლის დაცვით;
    • მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები, ხოლო მათი მოჭრის ან ამოძირკვა(ამოღება)-გადარგვის (გარდა ხილ-კენკროვანი ნარგავებისა) აუცილებლობის შემთხვევაში, მიღებულ იქნას შესაბამისი ნებართვა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისგან.
    1. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფა: ნებართვის გაცემის თითოეული სტადიზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება. სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი. საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ. დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება.

     

    შენიშვნა: კონკრეტული წესები იხილეთ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების  VIII თავში.

     

     

       IV.        ზოგადი მითითებები და რეკომენდაციები

     

    1. არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული იქნეს:
    • 2017 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“–ს დამტკიცების თაობაზე.  ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება  კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ III, IV  კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე და მშენებლობაზე (რომლის მოთხოვნებიც გათვალისწინებულ იქნეს საჭიროებისამებრ)
      • ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები (არსებობის შემთხვევაში) – დაცულ იქნეს სამშენებლო ნორმები; მათი გადატანის საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილ იქნეს ცნობა/თანხმობა შესაბამისი სამსახურებიდან/მესაკუთრისგან;
      • ტერიტორიის გამწვანება;
      • სანაგვე ყუთების განსათავსებლად ადგილების შერჩევა;
      • გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის  მოთხოვნები;
      • ღია ავტოსადგომ(ებ)ის განთავსება საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. ამასთან, არაერთგვაროვანი და რთული რელიეფის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებების შენახვის რეკომენდებული სახეობაა ავტოსადგომები რელიეფის გამოყენებით (მიწის ქვეშა ავტოსადგომები);
      • შენობის მიწისქვეშა სივრცის გამოყენება - საპროექტო ობიექტის ფუნქციის გათვალისწინებით, ნაკვეთის შესაძლებლობის შესაბამისად;
      • პირველი სართული/სართულები შესაძლებელია დაიტვირთოს ზონის შესაბამისი საზოგადოებრივი ფუნქციით, არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 25 %-სა.

     

    შენიშვნა:  არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა იხილეთ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების 47-ე მუხლში.

     

    1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტაციაში გათვალისწინებული იქნეს:
    • მესაკუთრის შესაბამისი ფორმით დამოწმებული თანხმობა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე;
    • არსებობის შემთხვევაში იპოთეკარის შესაბამისი ფორმით დამოწმებული თანხმობა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე;
      • მშენებლობის ორგანიზების პროექტის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით;
      • მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდა (საპროექტო ობიექტის განაშენიანების ფართობის მიხედვით 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით).
      • საინფორმაციო დაფის (ბანერის) შესაბამისად განახლება და ფოტოფიქსაცია (გადაღებული ახლო და შორი მანძილიდან).

     

    შენიშვნა: მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები იხილეთ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების 53-ე მუხლში.


    • I თავი ასახავს საფუძველმდებარე ინფორმაციას - საყრდენი მონაცემები მიწის ნაკვეთის შესახებ რომლის, ანრომელზე მდგომი შენობა-ნაგებობის განვითარებაც არის დაგეგმილი; 
    • II თავში მოცემულია ძირითადი მოთხოვნები (პირობები) - კანონმდებლობით უშუალოდ გათვალისწინებულივალდებულებები, მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობის) სამშენებლო განვითარებაზე; 
    • III თავში მოცემულია დამატებითი ან/და სპეციალური მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57დადგენილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენლებით „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების” და სხვა მოქმედი ტექნიკურირეგლამენტებითა და ნორმატივებით; 
    • IV თავი შეიცავს ზოგად ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის II და III სტადიებთან დაკავშირებით.