ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
გადაწყვეტილება № 3615677
გაცემის თარიღი: 20/10/2017
გაცნობის თარიღი: 23/10/2017
განცხადების ნომერი: AR1545533
შემოსვლის თარიღი: 03/10/2017
შედეგი: თანხმობა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
- საკადასტრო კოდი: 01.16.05.032.003
- მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა დიმიტრი უზნაძე , N 15/ ზაქარია ქურდიანის ქუჩა N2
- ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
- ფართობი: 335.0 კვ.მ
- მესაკუთრე(ები): -
ნომენკლატურა :
- მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები (ექსტერიერისა და ინტერიერის სარესტავრაციო, სარემონტო და გაწმენდის სამუშაოები)
- II კლასი
- ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები
- ესკიზის წინასწარი შეთანხმება
დამკვეთი - განმცხადებელი:
- დავით ნაკაშიძე პ/ნ 01008002236
- მისამართი: თბილისი ტ.ტაბიძის ქ. N 41 ბ. 34
"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 83-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად.
გადაწყვეტილება
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 3 ოქტომბრის N AR1545533 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, დ. უზნაძის ქ. N15/ზ. ქურდიანის ქ. N2-ში (ძეგლი) არსებული შენობის ფასადზე ფანჯრების მოწყობის ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს.
გაცნობებთ, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტები განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხდომაზე (ოქმი N41, 12.10.2017წ), რომლის დასკვნის საფუძველზეც მიეცა დადებითი შეფასება ქ. თბილისში, დ. უზნაძის ქ. N15/ზ. ქურდიანის ქ. N2-ში (ძეგლი) არსებული შენობის ფასადზე ფანჯრების მოწყობის ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს.
იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს პროექტის განხილვის, ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ, განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისი ნომენკლატურით (ელექტრონული განაცხადები –> მშენებლობის ნებართვა –> კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები –> მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები –> ქმედებები: ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები –> სტადიები: მშენებლობის ნებართვა) და წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია.
- სამშენებლო დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
- თუ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტაციას, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევის მიმართ გაატარებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას.
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
- დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ შარტავას ქ. #7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე #4.