ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
ბრძანება № 4220846
- საკადასტრო კოდი: 01.15.05.004.092
- მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა 8 მარტი , N 38 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა 8 მარტი , N 28 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ზალდასტანიშვილი (ყოფ. ფერხული და ყოფ. ლიბკნეხტი), N 26 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა 8 მარტი , N 38 მიმდებარედ
- ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
- ფართობი: 2009.0 კვ.მ
- მესაკუთრე(ები): ე.ს. ამხანაგობა "მთაწმინდა რეზიდენსი" (205333469)
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
- III კლასი
- ახალი მშენებლობა
- სტადიები:
- პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვა
- ლევან ჯამაგიძე პ/ნ 01025015719
- მისამართი: თბილისი, ვაშლიჯვარი 2 ზონა კორ 2 ბ. 48
- .დადგენილი გაპის ბრძანების ნომერი.: 3721935
- .დადგენილი გაპის ბრძანების თარიღი.: 12.12.2017
- .ფუნქციური დანიშნულების სახეობა.: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
- .მთავარი არქიტექტორის/სპეციალისტი სახელი და გვარი.: ლევან ჯამაგიძე
- .ორგანიზაცია (არესბობის შემთხვევაში).: ე.ს. ამხანაგობა "მთაწმინდა რეზიდენსი"
- .საიდენტიფიკაციო კოდი.: 205333469
- .დამკვეთ(ებ)ის სახელი და გვარი.: მიხეილ კუჭავა
- .დამკვეთ(ებ)ის პირადი ნომერი.: 01010008127
- .მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ).: 2009.0
- .განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: 1294.0
- .საერთო ფართობი (კვ.მ).: 5108.76
- .საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 3166.8
- .საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 904.15
- .კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 368.18
- .დამხმარე ფართობი (კვ.მ).: 58.5
- .ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).: 611.13
- .სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ).: 15052.7
- .0.00 ნიშნულის ზევით (კუბ.მ).: 7822.7
- .0.00 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ).: 7230.0
- .შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე (მ).: 36.45
- .0.00 ნიშნულის ზევით (მ).: 20.9
- .0.00 ნიშნულის ქვევით (მ).: 15.55
- .კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : 1083,92/1991.1=0.5
- .კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : 3072.57/1991.1=1.5
- .კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : 678.55/1991.1=0.3
-
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (რეგისტრაციის N 892018425371,
სკ N 01.15.05.004.092)
-
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორს წარმომადგენელთაგან ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის საბჭომ, სხდომის ოქმი N31; 02.08.2018წ.
"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის,"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილების თანახმად.
ბრძანება
1.
შეთანხმდეს: ქ. თბილისში, სექტორი მთაწმინდა, 8მარტის ქ.N38; 8მარტის
ქ.N28; ზალდასტანიშვილის (ყოფ. ფერხული და ყოფ. ლიბკნეხტი) ქ. N26; 8 მარტის ქ.N38-ის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N 01.15.05.004.092), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.
2.
გაიცეს მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს სანებართვო მოწმობა.
3.
მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან 2020 წლის 18 ოქტომბრის
ჩათვლით;
4.
განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის:
4.1. სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
4.2. საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად;
4.3. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების 61-ე მუხლის და „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის
28.03.2007 წლის №62 დადგენილებით) მოთხოვნათა შესაბამისად;
4.4. კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან.
4.5. მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა.
4.6 მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა.
• სამშენებლო დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
• თუ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტაციას, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევის მიმართ გაატარებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას.
• დამკვეთი ვალდებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს იმ დოკუმენტაციის გაცნობა, რომელიც ამ უკანასკნელმა უნდა იქონიოს სამშენებლო მოედანზე.
• საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და განახლდეს სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, თუ ეს არსებითად ცვლის დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას.
• დამკვეთი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
- აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;
- აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე;
- აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;
- აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით;
- უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
• გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მისამართი - ქალაქი თბილისი, ჟ. შარტავას ქ. #7), დაინტერესებულ მხარეთათვის ოფიციალური წესით გაცნობიდან ან გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.