ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური


ბრძანება № 3993902

გაცემის თარიღი: 22/06/2018
გაცნობის თარიღი: 22/06/2018
განცხადების ნომერი: AR1604427
შემოსვლის თარიღი: 29/05/2018
შედეგი: თანხმობა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
  • საკადასტრო კოდი: -
  • მისამართი: ქ. თბილისი, ცხვედაძის ქუჩა, N54ა
  • ნაკვეთის დანიშნულება: -
  • ფართობი: -
  • მესაკუთრე(ები): -
ნომენკლატურა :
  • აშენებული
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
  • დასრულება შემდგომი ლეგალიზების კორექტირება
  • უნებართვო მშენებლობა
დამკვეთი - განმცხადებელი:
  • გიორგი ხატრიშვილი პ/ნ 01001079544
  • მისამართი: თბილისი ზარზმის ქ. N 7 ბ. 13
    ...სატიტულო ინფორმაცია :
    • ...ფუნქციური დანიშნულება : ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი


    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მისი ოფიციალური საიტის www.tas.ge მეშვეობით წარმოდგენილი #AR1604427 განცხადებით მომართეს გიორგი ხატრიშვილმა და გიორგი ბერაძემ და მოითხოვეს არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 04 მაისის გამოცემულ #3942477 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანა, ზემოხსენებული #AR1604427 განცხადებით წარმოდგენილი ობიექტის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის, საპროექტო ფოტომონტაჟის და განმარტებითი ბარათის შესაბამისად. სამსახურმა  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის 96–ე  მუხლის  თანახმად,   გამოიკვლია  საქმისათვის  არსებითი  მნიშვნელობის  მქონე  ფაქტობრივი   და  სამართლებრივი გარემოებები, გადაამოწმა სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია და დაადგინა შემდეგი:

        არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 04 მაისის გამოცემულ #3942477  ბრძანებით დაკმაყოფილდა გიორგი ხატრიშვილის  განცხადება, ნება დაერთო დაესრულებინა ქ. თბილისში, . თბილისში, ცხვედაძის ქუჩა, N54-ში უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება, რისთვისაც განესაზღვრ 12 თვის ვადა.

        საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს“ და გამომდინარე აქედან, მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მოქალაქეების გიორგი ხატრიშვილის და გიორგი ბერაძეს # AR1604427 განცხადება და მოახდინოს #3942477 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანა.

    "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილის, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, "პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის #660 ბრძანებულების თანახმად

    ბრძანება

     

    1.       დაკმაყოფილდეს გიორგი ხატრიშვილის და გიორგი ბერაძის განცხადება.

    2.      შევიდეს ცვლილება და დამატება არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 04 მაისის  გამოცემულ #3942477 ბრძანებაში წარმოდგენილი კორექტირებული არქიტექტურული  პროექტის, საპროექტო ფოტომონტაჟის  და  განმარტებითი  ბარათის  შესაბამისად.

    3.      ნება დაერთოს გიორგი ხატრიშვილს და გიორგი ბერაძეს დაასრულონ . თბილისში, ცხვედაძის ქუჩა, N54-ში უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობ,  წინამდებარე #AR1604427 განცხადებით წარმოდგენილი კორექტირებული არქიტექტურული პროექტის, საპროექტო ფოტომონტაჟის და განმარტებითი ბარათის შესაბამისად.

    4.      ობიექტის წარმოდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ, მომართოს ობიექტის მესაკუთრემ ან/და მისმა უფლებამოსილმა პირმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

    5.      წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 04 მაისის გამოცემულ #3942477 ბრძანებასთან ერთად.


    • დამატებით გაცნობებთრომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიისცხელ ხაზზე - 2722222, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ  შარტავას .#7, მერიის შენობაპირველი სართულისივრცე #4.
    • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
    • განემარტოს განმცხადებელს, რომ ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.