ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური


ბრძანება № 4205369

გაცემის თარიღი: 08/10/2018
გაცნობის თარიღი: 21/11/2018
განცხადების ნომერი: AR1634785
შემოსვლის თარიღი: 03/10/2018
შედეგი: უარყოფა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
  • საკადასტრო კოდი: 01.13.08.003.025
  • მისამართი: ქალაქი თბილისი , გამზირი დავით აღმაშენებელი , N 135/ქუჩა ია კარგარეთელი, N 10
  • ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
  • ფართობი: 1187.0 კვ.მ
  • მესაკუთრე(ები): შპს "კონფიდენს გრუპი" (205279884)
ნომენკლატურა :
  • მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები (ექსტერიერისა და ინტერიერის სარესტავრაციო, სარემონტო და გაწმენდის სამუშაოები)
  • II კლასი
  • ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები
  • ესკიზის წინასწარი შეთანხმება
დამკვეთი - განმცხადებელი:
  • გიორგი გეგელია პ/ნ 01008016809
  • მისამართი: თბილისი ს.ჩიქოვანის ქ. N 24"ა" ბ. 79
          ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N135/ი. კარგარეთელის ქ. N10-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხი განხილული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N40, 04.10.2018 წ), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს ეთქვა უარი. რეკომენდაცია: გათვალისწინებული იქნეს საბჭოს წევრების რეკომენდაციები.
           სამსახურმა გაითვალისწინა საბჭოს გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს, მოქ. გ. გეგელიას უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
    "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 83-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად.

    ბრძანება

    1. უარი ეთქვას, მოქ. გ. გეგელიას,  ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N135/ი. კარგარეთელის ქ. N10-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე.

    • დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ  შარტავას . #7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე #4. 
    • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.