თბილისის მერიის დაკვეთით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრმა მოამზადა
თბილისში არსებილი ბაგა-ბაღებისათვის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა 3-4წლისა და 4-5 წლის ბავშვებისათვის
პროგრამა ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ ბავშვის განვითარების სტანდარტებს. პროგრამის მეთოდოლოგიად გამოყენებულია ე.წ. თემატური სწავლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელი.
სახელმძღვანელო დაყოფილია სასწავლო პერიოდის მიხედვით და მოიცავს შემდეგ თემებს:
პროფესიები და ა.შ.თითოეული თემა იყოფა ქვეთემებად.
3-4და 4-5 წლის ბავშვებისათვის ზოგი თემა საერთოა, მაგრამ სხვადასხვა სირთულის: მაგ. თუ 3-4 წლიანები სწავლობენ მარტივ ფორმებს, 4-5 წლიანები ორ და სამგანზომილებიან ფორმებს ეცნობიან. ზოგი თემა მხოლოდ 3-4 წლიანებისთვისაა განკუთვნილი, მაგ. ფერმა, ზღაპარი და ზღაპრის გმირები და ა.შ. ზოგი თემა კი მხოლოდ 4-5 წლიანებისათვისაა, მაგ. საპირისპირო სიტყვები, დრო-საათი-კალენდარი და ა.შ.
რას ავითარებს პროგრამა
თემატური აქტივობები ისეა აწყობილი, რომ ითვალისწინებს ბავშვის არა მხოლოდ ცალკეული უნარების (შემეცნებითი, მეტყველების, ფიზიკური, შემოქმედებითი) განვითარებას, არამედ ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობასაც. პროგრამაში ასევე შესულია ისეთი თემები და აქტივობები, რომელიც ბავშვის სოციალური და ემოციური კომპეტენტურობის ზრდას შეუწყობს ხელს.
თითოეული თემა მოიცავს ბაღში გასახორციელებელი აქტივობების მთელ პაკეტს, აქტივობათა სრული აღწერილობით.
აქტივობები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:
რა უნარებს ავითარებს სხვადასხვა ტიპის აქტივობები?
სამაგიდო თამაშები ავითარებს თვალისა და ხელის კოორდინაციას, რაც წერის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს. "ფაზლები" და სხვადასხვა ჯგუფური სამაგიდო თამაშები (ლოტო, "მემორი", ფლეშბარათები,და სხვა) ნატიფ მოტორიკასთან და მათემატიკური აზროვნებასთან ერთად ერთად,მეხსიერებას და ჯგუფური თამაშის უნარების განვითარებას უზრუნველყოფს.
სხვადასხვა "სამეცნიერო" აქტივობების დაგეგმვა, მაგალითად, მცენარის დარგვა და მის ზრდაზე დაკვირვება, წყლის აორთქლებაზე/გაყინვაზე დაკვირვება ხელს შეუწყობს: ყურადღების კონცენტრაციის, გამოკვლევის, ექსპერიმენტირების, შედეგების პროგნოზირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებას.
მეტყველებისა და ლექსიკის განვითარებისათვის პროგრამაში შედის თემატურად შერჩეული ლექსები, ზღაპრები, ადაპტირებული მოთხრობები; რომელსაც ბავშვები წიგნიერების ცენტრში გაეცნობიან. ცენტრის მიზანია განავითაროს: წიგნისა და კითხვის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, საკუთარი აზრის გამოთქმისა და მოსმენის უნარები. მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისათვის, ბავშვების ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად, პროგრამაში შესულია ბევრი საბავშვო ცნობილი მოთხრობა და ლექსი. იმ თემებთან დაკავშირებით, კი რომელზედაც შესაბამისი ლექსიკით გამდიდრებული მოთხრობები და ლექსები არ არსებობდა, შეიქმნა სპეციალური ახალი ტექსტები.
ნიმუშის სახით გთავაზობთ ლექსებს თემატიკიდან შეგრძნებები და მოთხრობას თემატიკიდან ფორმები: (ავტორი თეონა ბექიშვილი)
1.თვალი (მხედველობა)
მელა აფახულებს თვალებს,
მელა ქათმებს უთვალთვალებს.
კატა ხედავს ციცქნა სოროს,
თაგვს დაიჭერს კატა ბოლოს.
ძაღლი ბრაზით კატას უმზერს,
გაწოლილა კატა ზურგზე.
მეფე ლომი მინდორს ზვერავს,
მრისხანეა მისი მზერა.
მზე ცხრათვალა ყველას ხედავს,
მზე არისო ყველას დედა.
ჩავა, სწრაფად ვხუჭავთ თვალებს,
მობრძანდება ცაზე მთვარე.
ძილშიც ვხედავთ, ოღონდ სიზმრებს
და მზის ნაცვლად მთვარე გვიმზერს.
ოცნებების არე-მარეს
დაგვასიზმრებს მთვარე მალე.
2.ყური (სმენა)
მარტო ყური არ კმარა, უნდა გულისყურიც,
რომ გაიგო ძამიკოს დარიგება ძმური.
ნუ აბრაზებ დედიკოს, ნუ აბრაზებ ბებიას,
თორემ მერე ყველაფერს მამას ეუბნებიან.
არ წაგვიყვანს ზოოპარკში, ეწყინება ძალიან,
და თუ არ წაგვიყვანა, მარტო შენი ბრალია.
ერთხელ რამეს რომ გეტყვის დედა, იქნებ გაიგო,
ასე გაუგონარი რატომა ხარ დაიკო?
მარტო ყური არ კმარა, უნდა გულისყურიც,
რომ გაიგო ძამიკოს დარიგება ძმური.
3.ცხვირი (ყნოსვა)
დათუნიას თაფლის სუნმა აუშალა ბეწვი,
დრუნჩში ისე უღიტინა, ახლა ფუტკრებს ებრძვის.
ერთხელ უკვე გაგაფრთხილეთ, ნუ ხარ ასე ურჩი,
ადგნენ, სულ არ შეეცოდათ, დაუსივეს დრუნჩი.
მოხალული ნიგვზის ლებანს თაგვი ყნოსავს ცხვირით,
თუ შეჭამა თაგუნიას დაუჯდება ძვირი.
გამოსხლტება სათაგური, მოიყოლებს ძირში,
მთელ ქვეყანას მოედება თაგვთა ვაი-ვიში.
ღამით ბაღში ბულბული კი ვარდის კოკორს ყნოსავს.
ამისათვის არვინ დასჯის ტყის მგალობელ მგოსანს.
გაჩუმდება ყველა უცებ, გააჩუმებს ენას,
და მოუსმენს ვარდის სუნით მთვრალი ჩიტის სტვენას.
4.ენა (გემო)
როგორ გემრიელია?!
ასე ამბობს მელია,
ენას როცა აუსვამს
მამამისის ნამუსრავს,
სულ არ ნაღვლობს მელია,
რომ იმ ქათამს საღამოს,
საქათმეში ელიან.
5.კანი (შეხება)
სულ პატარაა მელია,
ჯერ თვალი არ ახელია.
მაგრამ დედას გრძნობს შეხებით
მიადო ციცქნა ფეხები.
კანით გრძნობს, როგორ თბილია,
ძვლებში სიცივეს ალხობს
ყველაზე მეტად ეს უნდა,
რომ დედა ჰყავდეს ახლოს.
სულ პატარაა მელია,
დედის სხეული ათბობს.
ცილინდრი (თემა ფორმები)
ერთხელ ჭიაყელას დაბადების დღე ჰქონდა. ჭიაყელა ყველას ძალიან უყვარდა.. არავის არაფერს უშავებდა, ჩუმად დაძვრებოდა მიწაში, სადაც გაივლიდა, კვალს ტოვებდა და მცენარეების ფესვები უკეთესად სუნქავდნენ. მეზობლობაც კარგი იცოდა.
შეიყარნენ ჭიანჭველები, ხოჭოები, ჭიამაიები და დაიწყეს მსჯელობა რა ეჩუქებინათ ჭიაყელასთვის. ადვილი როდი იყო ჭიაყელასთვის საჩუქრის მოფიქრება. ის არც ღორმუცელა იყო, საჭმელი მიგეტანა; არც პრანჭია-ტანსაცმელი მეგერთმია.ამ დროს გამოჩნდა მხიარული კალია. დაუდევარ ბავშვებს გულგამოცლილი კალამი ეზოში გადაეგდოთ და იმას მოაგორებდა.
-აი, ჭიაყელას საჩუქარი,- დაიძახა ერთმა ბრძენმა ხოჭომ, -თავი და ბოლო მოვაჭრათ და ზუსტად მისი შესაფერი ცილინდრის ფორმის სახლი გამოუვა.
ეს აზრი ყველას მოეწონა. მრგვალი და გრძელი კალმისგან მართლაც მშვენიერი სახლი გამოვიდოდა, მაგრამ ვის ენდა გადაეხერხა პლასტმასის თავი და ბოლო?!ჭიამაიებს მახრა გაახსენდათ, გადაღრღნაში მახრას ვერავინ შეეჯიბრება,ისიც არ დაზარდა და ჭიაყელასთვის ცილინდრის ფორმის სახლი საღამოსთვის უკვე მზად იყო.
იმ დღის შემდეგ ჭიაყელა ნესტიანი მიწის მაგივრად ცილინდრის ფორმის მრგვალ, გრძელ სახლში ცხოვრობს, თანაც ქათმებისაც აღარ ეშინია, თავის სახლში შემძვრალს ვეღარავინ გადაუშვებს ჩიჩახვში.
ცალკე აქტივობები ეთმობა ბაღში სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურის დამკვიდრებას და მუსიკალური გემოვნების განვითარებას. ყველა აქტივობის შექმნასა და ადაპტირებაზე ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტები, მუსიკის ექსპერტები და ფილოლოგები მუშაობდნენ.
ნიმუშის სახით გთავაზობთ 2 თემას:
შეგრძნებები (4–5 წელი) და ფორმები (3–4 წელი)
შეგრძნებები 4-5 წელი
1.თვალი და მხედველობა
2.ყური და სმენა
3.ცხვირი და ყნოსვა
4.პირი და გემო
5.კანი და შეხება
წინასწარ მოიმარაგეთ ლამინირებული ნახატი ან დიაგრამა ყურის, თვალის, ცხვირის, ენის, ხელის.
1.თვალი და მხედველობადილის წრე:
კონსტრუქციული
მეცნიერება
სამაგიდო
სიტყვიერება
მიეხმარეთ ბავშვებს შექმნან რთული სირტვები, რომელშიც ერთი ნაწილი არის "თვალი". თქვენ ეუბნებით სიტყვას და ისინი ამატებენ "თვალს", ზოგს წინ, ზოგს უკან. მაგალითად: ხარბი, ჟუჟუნა, ჩინი, ცისფერი, შავი, წარმტაცი, ლურჯი, მწვანე, ყური, ცრემლიანი და ა. შ. ესაუბრეთ გამოთქმაზე:"თვალის ჩინივით უფრთხილდება" წაუკითხეთ: "სათვალე."(იხ. დანართი) იმსჯელეთ, რატომ არ გამოადგა პატარა ბიჭს ბებოს სათვალე?
ხელოვნება
მათემატიკა
ცხრილი: ვის რა ფერის თვალები აქვს ჯგუფში.
მოძრაობა
პირველი გათამაშებისას მასწავლებელი, შემდეგ კი რომელიმე ბავშვი თვალებზე იხვევს ნაჭერს. ბავშვები უკრავენ ტაშს მასწავლებელი მიდის იქით საიდანაც ისმის ტაში და ცდილობს ხელი მოკიდოს ტაშის დამკვრელს. შემდეგ იცვლებიან.
დრამატული
გამოფენაზე. მოაწყვეთ ჯგუფში საგამოფენო დარბაზი. გამოფინეთ ბავშვების ნამუშევრები. წინასწარ დაამზადეთ გამოფენაზე შესასვლელი ბილეთები, ან მოსაწვევები, აფიშა. გაანაწილეთ როლები, ზოგიერთი ბავშვი იქნება გიდი, ზოგი დამთვალიერებელი და ა.შ.
საღამოს წრე
2. ყური და სმენა
დილის წრე:
სენსორული
სივრცეში ორიენტაცია
საიდან ისმის ზარის ხმა. მოიმარაგეთ ქსოვილები, აუხვიეთ ერთ ბავშვს თვალები, ერთს კი მიეცით ზარი და სთხოვეთ ააჟღეროს. თვალახვეული ბავშვი უნდა მიყვეს ზარის ხმას;
მეცნიერება
შუშის ჭურჭლის მუსიკა; მინის ჭიქებში სხვადასხვა დონეზე ჩაასხით წყალი, სთხოვეთ ბავშვებს დაუკაკუნონ კოვზები და გამოაცემინონ სხვადასხვა ხმა; როგორ ხმებს გამოსცემს ჭურჭელი?
მუსიკა/მოსმენა
სამაგიდო
გამოიყენეთ სამუშაო ფურცელი - დაუხატე ყურს საყურე.
სიტყვიერება.
ხელოვნება
საყურის დამზადება სხვადასხვა მასალების გამოყენებით. გამოაძერწინეთ ბავშვებს თიხისგან ბურთულები, გაშრობამდე გაახვრეტინეთ. მოხატეთ გუაშის საღებავებით. ნახვრეტში გაუყარეთ თასმა და დაკიდეთ ბავშვებს ყურებზე.
დავხატოთ მუსიკა. მოასმენინეთ ბავშვებს მუსიკალური ნაწარმოები და შემდეგ დაახატინეთ შთაბეჭდილებები.
დაამზადებინეთ ბავშვებს სიმებიანი საკრავები მუყაოს ყუთისა და ძუის გამოყენებით. წინასწარ გახვრიტეთ მუყაოს ყუთის მხოლოდ ორი, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარე და სთხოვეთ ბავშვებს, გაუყარონ ძუა ნახვრეტებში ჯერ ყუთის ერთ მხარეს, შემდეგ მეორე მხარეს, მერე ისევ პირველ გვერდზე და ასე იქამდე, ვიდრე ყუთის ორ გვერდს შორის არ გაიბმება სიმები. მარტივი ვარიანტი: სთხოვეთ ბავშვებს შემოახვიონ კაპრონის წვრილი თოკი ყუთს ზემოთ აღწერილი პრინციპით. გააფორმეთ სიმებიანი საკრავი ფერადი ქაღალდებით, ან ქსოვილებით;
მოიმარაგეთ იოგურტის ქილები და სხვადასხვა სახის მარცვლეული. დაახარისხეთ იოგურტის ქილებში სხვადასხვა მარცვლეული, ზემოდან დააფარეთ იოგურტის ქილა და დააწებეთ ქაღალდის „სკოჩით“. მიღებული „საკრავი ინსტრუმენტი“ გააფორმეთ „სტიკერებით“. სთხოვეთ, ააჟღერონ მარაკასები და შეადარონ ხმები. გამოიყენეთ ბავშვების მიერ დამზადებული ინსტრუმენტები დრამატული თამაშის დროს.
დრამატული
კონცერტზე. მოაწყვეთ ჯგუფში საკონცერტო დარბაზი, გაანაწილეთ როლები : მაყურებლების, მუსიკოსების. მუსიკოსებს დაურიგეთ ხელოვნების ცენტრში დამზადებული ინსტრუმენტები. სთხოვეთ ბავშვებს, ჩაატარონ კონცერტი.
მოძრაობა
მოასმენინეთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა და სთხოვეთ ბავშვებს, იმპროვიზაციით იმოძრაონ და იცეკვონ
ჩართეთ მუსიკა ან დაიწყეთ სიმღერა და მანამ სანამ მუსიკის ხმა ისმის ყველა ცეკვავს (ბავშვბი და მსაწვალებლები). როგორც კი მუსიკის ხმა წყდება და მასწავლებელი ხმამაღლა ამბობს - გაშეშდი’’ - ყველა შეშდება რამდენიმე წამით იმ პოზაში, რა პოზაშიც იყო ცეკვის დროს. შემდეგ ისევ გრძელდება მუსიკა ან სიმღერა და ყველანი აგრძელებენ ცეკვას. ამის გამეორება შეიძლება 5-6-ჯერ. თუ ოთახში ან დარბაზში ხართ და იქვე ხალიჩაა, შეგიძიათ ბოლო გაშეშების შემდეგ ყველანი ნელ-ნელა დაეშვათ, წამოწვეთ ხალიჩაზე და რამდენიმე წუთი დაისვენოთ.
საღამოს წრე
ჰკითხეთ, რა გაიგეს ყურის, სმენის შესახებ?
რა უნდათ, რომ ესმოდეთ ყველაზე ხშირად?
მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები და კარები, ბავშვებს სთხოვეთ, დაიცვან აბსოლუტური სიჩუმე, ერთი წუთის განმავლობაში მოასმენინეთ სიჩუმე. როგორი იქნებოდა სამყარო ხმების აღქმა რომ არ შეგვეძლოს?
3.ცხვირი და ყნოსვა
დილის წრე
სამაგიდო
სენსორული
წიგნიერება
წაუკითხეთ ბავშვებს ჯანი როდარის « ტელეფონით მოყოლილი ზღაპრებიდან » ზღაპარი კაცზე, რომელსაც ცხვირი გაექცა და სთხოვეთ დახატონ გაქცეული ცხვირი ;
ხელოვნება
დრამატული
საღამოს წრე
რა გაიგეს ახალი ცხვირის შესახებ?
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საზოგადოებაში დაგვაცემინებს?
რისი თქმა შეუძლიათ ჩვენს ცხვირებს?(მაგ. ყურადღებით, დედა შენს საყვარელ კერძს ამზადებს; ან ფრთხილად, დამწვრის სუნია! და ა. შ.)..
4.პირი და გემო
დილის წრე
სამაგიდო
მეცნიერება
ხელოვნება
სენსორული
კულინარია
წიგნიერება
წაუკითხეთ ზღაპარი" მსუნაგთა სამეფოზე," "გაუგონარი წვიმა", "ნაყინის სახლი";
ბავშვები ასახელებენ თავიანთ საყვარელ კერძს. შემდეგ კი გკარნახობენ ამ კერძის დამზადების რეცეპტს. დააზუსტეთ, თუ რატომაა ეს კერძი მათთვის ყველაზე საყვარელი. ეს შენიშვნაც შეიტანეთ წიგნში.
საღამოს წრე
5. კანი და შეხება
დილის წრე
სენსორული
დრამატული
ხელოვნება
კონსტრუქციული
ჯადოსნური ქალაქის აშენება კუბებისა და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების გამოყენებით.
სიტყვიერება
5. კანი და შეხება
დილის წრე
სენსორული
დრამატული
ხელოვნება
კონსტრუქციული
ჯადოსნური ქალაქის აშენება კუბებისა და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების გამოყენებით.
სიტყვიერება
სამაგიდო
საღამოს წრე
დანართი|
სათვალე
ბები, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,
იმ დღეს ვცადე, გავიკეთე,
არაფრად არ მარგია.
ვეღარც ფისო დავინახე,
ვაღარც ჩვენი თემური,
სათვალეა, ხელს რომ გიშლის,
შენ კი თვალებს ემდური.
გახსოვს, გუშინ, საყვარელო,
მთელი დღე რომ მაწვალე?
თურმე ცხვირზე გეკეთა და
მაძებნინე სათვალე.
ნ. დუმბაძე
რატომ აქვს სახედარს გრძელი ყურები
(ნაწყვეტი ლეგენდიდან "გულწითელა")
ეს მოხდა იმ დროს, როცა უფალი ღმერთი არამარტო ცასა და მიწას, არამედ მცენარეებსაც და ცხოველებსაც ქმნიდა და იმწამსვე სახელებსაც არქმევდა მათ.
იმ დროზე ბევრი თქმულება შემორჩა და ყველა მათგანი რომ ცნობილი იყოს, მთელ ქვეყანაზე რაც კი რამ გაუგებარია, გასაგები და ნათელი გახდებოდა.
და აი, ერთხელ სამოთხეში უფალი იჯდა და ჩიტებს აფერადებდა, და საღებავი აღარ ეყო, ისე რომ ჩიტბატონას ბარტყი კინაღამ უფერო დარჩა; საქმეს იმან უშველა, რომ შემოქმედმა მთელი ფუნჯები იმ ჩიტბატონას ფრთებზე გაწმინდა.
მაშინ იყო აგრეთვე, რომ სახედარს ისეთი გრძელი ყურები ერგო, რადგნ ვერა და ვერ დაიმახსოვრა თავისი სახელი. ცოტას გაივლიდა თუ არა, მაშინვე ავიწყდებოდა და ერთი სამჯერ მაინც დაბრუნდა უკან, რა მქვიაო, ეკითხებოდა. მაშინ ღმერთი ცოტა არ იყოს მოთმინებიდან გამოვიდა, ყურებზე წაავლო ხელი და უთხრა:
"ვირი გქვია, ვირი, ვირი!"
ამის თქმაზე უწევდა და უწევდა ყურებს, სანამ ვირმა კარგად არ გაიგონა და დაიმახსოვრა თავის სახელი. ამიტომ შემდეგ აქვს ვირს დიდი ყურები.
სელმა ლაგერლოფი
გაქცეული ცხვირი
არ გახსოვს, რა სასაცილო ამბავი მოუვიდა კოლეგის ასესორის კოვალიოვოს ცხვირს? ჰო, იმ ცხვირს, რომელმაც თავისი პატრონი უცხვიროდ დატოვა და თვითონ კი არხეინად პეტერბურგში გაისეირნ-გამოისეირნა. მერე რა სასაცილოდ მოგვიყვა ამ ამბავს გოგოლი! გახსოვს, არა?
იტალიის ყველაზე დიდი ტბის_ლაგო_მაჯორეს პირას ქალაქი ლავენო რომ არის, იქაც ზუსტად ამნაირი რამ მოხდა.
ერთი ლავენოელი სინიორი, რომლის სახლიც ნავსადგურის პირდაპირ იდგა, წვერის გასაპარსად დილაადრიან სააბაზანოში გავიდა. ჩაიხედა სარკეში და გიჟივით შეჰყვირა:
_ვაიმე, დედა, ცხვირი! მიშველეთ ხალხო!
ცხვირი აღარ ჰქონდა. ლავაშივით გაბრტყელებულ სახეზე მარტო პირი და თვალებიღა ეტყობოდა. სინიორი ისევე, პერანგის ამარა გავარდა აივანზე, გაიხედ-გამოიხედა და იღბლად თვალი მოჰკრა თავის გაპარულ ცხვირს_ის იყო, უკვე მოედანი გადაევლო და ნავსადგურისკენ მიდიოდა ფაცხაფუცხით. ბორანზე მანქანებს ტვირთავდნენ და ხან ან ერთ მანქანას აუქცევდა გვერდს, ხან მეორეს.
_არ გაუშვათ! _ ყვიროდა სინიორი, _ჩემი ცხვირია! დაიჭით! ხალხი არა ხართ!
ამვლელ-ჩამვლელნი აივნისკენ იცქირებოდნენ და იცინოდნენ:
_ცხვირი მოგპარეს და თავი დაგიტოვეს? ეგ ვერ მოგსვლია კარგი საქმე!
სენიორს ერთიღა დარჩენოდა _გარეთ უნდა გავარდნილიყო და გამოჰკიდებოდა. გამოეკიდა კიდეც. სახეზე სურდოიანივით ცხვირსახოცი აიფარა და მოკურცხლა: ფეხებს სულ ზურგზე ირტყამდა, მაგრამ ნავსადგურში რომ მიიჭრა, უკვე გასული ბორნის ბოლოღა დაინახა. დიდხნს არ უფიქრია, ხელად წყალში ჩახტა და დაედევნა.
_აბა, ჰა! აბა, ჰა! _მოსძახოდნე მგზავრები.
ბორანი უკვე გაქანებული მიდიოდა და მებორნეს აზრდაც არ მოსვლია, ვიღაც დაგვიანებულ ბუზიყლაპიას გავუჩეროო.
_მეორე ბორანს მოუცადე, რა თავს იხრჩობ, შე კაი კაცო!_დაუყვირა მებორნემ, _ ნახევარ საათში მოვა!
არაქათგამოცლილმა სინიორმა ის იყო დააპირა უკან გავბრუნდებიო, რომ უცაბედად თავისი ცხვირი დაინახა, ცხვირს წყალზე მოსასხამი გაეშალა და, აი, როგორც ლეგენდაშია, წმინდა ივლიანესავით მშვიდად მიჰყვებოდა ბორანს.
_ზედ არც ასულხარ, ჩემი მოტყუება გინდოდა არა?!_გასძახა სინიორმა.
ცხვირი ხმას არ იღებდა. ძველი მეზღვაურივით დინჯად ეჭირა თავი და პატრონისკენ ერთხელაც არ შებრუნებულა. ტალღებზე გაფენილ მოსასხამს თამთამი გაჰქონდა, როდორც მედუზამ იცის ოკეანეში.
_ის მაინც მითხარი, სად მიცურავ?_ ხმა დააწია სინიორმა.
ცხვირს კრინტი არ დაუძრავს. ჯანდაბაშიც წასულხარო, დაუძახა ქანცგაწყვეტილმა სენიორმა და ნაპირისკენ გაბრუნდა.
გამოხდა ხანი. ერთხელ მავანმა და მავანმა მარკოელმა მეთევზემ ბადეს თევზებთან ერთად ის გაქცეული ცხვირიც ამოაყოლა. საცოდავს შუა ტბამდე ძლივს მიეცურა. იმ დაფხავებული მოსასხამის პატრონი, საკვირველია, რატომ უფრო ადრე არ ჩაიძირა! მეთევზემ კალათში ჩაუძახა და ბაზარში წაიღო გასაყიდად.
სწორედ ისე მოხდა, რომ ზედ იმ დღეს სინიორმა თავისი მოახლეც ახალ თევზზე გაგზავნა ბაზარში.
_ამას აქ რა უნდა? ჩემი სინიორის ცხვირია!_ ელდანაკრავივით შესძახა ქალმა,_მომე, წავუღო!
_შენი სინიორისაა თუ ვისია, მე სულ არ მეკითხება, _ გამოუცხადა მეთევზემ, _ ჩემი დაჭერილია და ვყიდი.
_მაინც რას აფასებ?
_რას ვაფასებ და თავის წონა ოქროს. უბრალო ქორჭილა თევზი არ გეგონოს.
მოახლემ ხელად შინ მოუსვა და რაც ნახა, პატრონს უამბო.
_ჯანდაბას, მიეცი რამდენსაც ითხოვს, _ ცრემლნარევი ხმა აღმოხდა სინიორს, _ ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა ვიარო უცხვიროდ.
მოახლემ კარგა ხანს ითვალა, რამდენია გაასახადიო, ითვალა, ითვალა და ვერც კი დაითვალა, იმდენი გამოვიდა.სინიორის ცხვირს იაფად აბა ვინ მისცემდა! საწყალმა საყურეც კი გაყიდა ფულის დასამატებლად.
წავიდა მოახლე ბაზარში. ცეცხლის ფასად გამოართვა იმ რანკოელ მეთევზეს სენიორის ცხვირი, ხილაბანდში გამოკრა და შინ წაიღო. შენ წამოიდგინე, ცხვერს ერთი ნესტოც არ შეურხევია და არც დაუსუტუნია, როცა სენიორმა აკანკალებული ხელი წაავლო.
_აბა, რა მიგარბენინებდა ჩემგან, შე სულელო, რა დაგიშავე? _ ნაღვლიანად ჰკითხა სენიორმა.
ცხვირმა ალმაცერად გახედა პატრონს, ზიზღით მოიჭმუხნა და წაიდუდუნა:
_რა გითხრა იცი? ან ცხვირში თითის შეყოფას გადაეჩვიე, ან არადა ფრჩხილები მაინც დაიიჭერი, შე კაი კაცო!
ჯ. როდარი
ნაყინის სახლი
არცთუ დიდი ხნის წინათ, ბოლონიაში, ზედ მთავარ მოედანზე ყინულის სახლი ააგეს. ვინ იცის, საიდან აღარ მოგროვდნენ იმ მოედანზე ყმაწვილები, ყველაზე მივარდნილი მხარეებიდანაც კი ჩამოვიდნენ, გავიგეთ მშვენიერი სახლი აუშენებიათ და იქნებ ცოტა მაინც გაგვალოკინონო.
ნაყინის სახლს მარმელადის სახურავი ჰქონდა, საკვამურებიდან ბოლის მაგივრად გათქვეფილი ნაღები ამოდიოდა, ბუხრები კი სულ ერთიანად დაშაქრული ხილისა ჰქონდა. დანარჩენი ყველაფერი ნაყინისა იყო_კარებიც, კედლებიც. ავეჯი რომ ავეჯია, ისიც ნაYყინისა იდგა.
ერთი პატარა ბიჭი ლამის ზედ აეკრა სასადილო მაგიდას. იმდენი ულოკა ოთხივე ფეხი, მაგიდამ ვეღარ გაუძლო და თავზე დაემხო თავის თეფშებიან-ლამბაქებიანად.მერე სულ შოკოლადის თეფშები და ლამბაქები ეწყო იმ მაგიდაზე! თანაც ნუღარ იტყვი როგორი შოკოლადიანი ნაყინისა, უკეთესი ტყუილია!
ერთხელაც იქით ქალაქის ყარაულმა ჩაიარა და დაინახა,_ერთი ფანჯარა თანდათან დნებოდა. ფანჯრის მინები მარწყვის ნაყინისა ჰქონდა და ამიტომაც იყო, ვარდიფრად რომ წურწურებდა.
_არიქა,_ყვირილი ატეხა ყარაულმა,_მალე!
ყველანი ერთბაშად მისცვივდნენ შემდნარ სახლს და გაჩაღდა ლოკვა, მაგრამ რა გაჩაღდა! აი, პირის ჩატკბარუნება იქ იყო!
_დედაშვილობამ, სავარძელი მაინც გამომიტანეთ!_საბრალოდ იხვეწებოდა ერთი დედაბერი, რომელსაც იმდენ ხალხში თავგზა აჰბნეოდა,_ნუ მაწყენინებთ მოხუც ადამიანს, ბევრს არ გთხოვთ, სავარძელი მინახეთ რამე, იქნებ სახელურიანიც იყოს!
ერთი გულკეთილი მეხანძრე მართლაც შევარდა სახლში და დედაბერს კრემითა და _ბუსტუღის გულით მორთული სავარძელი გამოუტანა.უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა საცოდავი, აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულით! იცოცხლე, ხელად მოულხინა კიდეც და სწორედ სახელურებიდან დაიწყო!
რაღა ბევრი გავაგრძელო, ნამდვილი დღეობა გაიმართა! ღმერთმანი, მუცელიც კი არავის ასტკივებია, ექიმებს ებრძანებინათ, ბუყბუყი და თუხთუხი არ გავიგოთო!
ამ ამბავს ახლაც ჰყვებიან.
თუ ბავშვი ატყდა, დედას ან მამას ჩააცივდა, გინდა თუ არა ნაყინი მეორედაც უნდა მიყიდოო, მშობლებს გული მოსდით და უჯავრდებიან:
_კიდევ რა გინდა, ბოლონიელებისა არ იყოს, იქნებ ნაყინის სახლიც ამაშენებინოო.
ჯ. როდარი
გაუგონარი წვიმა
ერთხელ პიომბინოში შაქარყინულის წვიმამ წამოუშინა. რაღა სეტყვა და რაღა ის წვიმა _სულ რაკარუკი აუყენა იქაურობას, მაგრამ ძირს თეთრად კი არ დადო, ხალიჩასავით ააჭრელა მთელი მიდამო. არ ვიცი, რა ფერის შაქარყინული აღარ ცვიოდა. საითაც უნდა გაგეხედა, მწვანეც ეყარა და ვარდიფერიც, ცისფერიც და იისფერიც.ეს რა ფერად-ფერადი კენჭები წამოყარა, არც სეტყვასა ჰგავს და არც ხოშკაკალსო, გულისხმაში ჩავარდა ერთი პატარა ბიჭი და მწვანე ფერისას დასწვდა, გაკვნიტა და პირში იმწუთას საამო სიგრილე იგრძნო, აი, როგორც პიტნის შაქარყინულის შემდეგ იცის. მეორე ბიჭმა კი ვარდისფერი კენჭი ჩაიგდო პირში და იმწამს მარწყვის სუნი ეცა.
_კანფეტებია, კანფეტები!_ყვირილი მორთეს ბავშვებმა.
კანფეტების გაგონება იყო და დიდიან-პატარიანად სულყველა გარეთ გამოვარდა. ზოგი უბეში იყრიდა, ზოგმა ჯიბეები დაიტენა და მაინც ვერა და ვერ გამოლიეს, ან რა გამოლევდა, წარღვნა მოდიოდა კანფეტებისა!
ნაწვიმარზე სიარული გაჭირდა, კოჭზე ეყარა კანფეტი
მთელ ქალაქში საამური სუნი იდგა. სკოლა ვისაც ცოტა გვიან დაუმთავრდა, იმ მოწაფეებსაც შეხვდათ თავიანთი წილი, იცოცხლე, დაივსეს ჩანთები. დედაბრებს ხომ ნუღარ იტყვი!რაც იმათ კანფეტი ზიდეს, ნურსად ნურავინ დაიტრაბახებს...
აი, მართლა ტკბილი დღე ის იყო!
ბევრს აქამდე ახსოვს და ზოგიერთი ელოდება კიდეც_ან ახლა წამოვა კანფეტების წვიმა, ან ახლაო, მაგრამ ის საწვიმარი ღრუბელი რაღაც აღარა ჩანს.
ჯ.როდარი
მსუნაგთა სამეფო
იყო და აღარ არის. დღეისას ან გუშინდელისას არ ვამბობ. ძველად იყო. არც ახლო ეთქმოდა, არც შორი. ცხრა მთას კი არა, სამ მთას რომ გადაივლიდი, ვისთვისაც უნდა გეკითხა: მსუნაგეთის სამეფოს გზას ვერ მიმასწავლიო, სუყველა გეტყოდა,: რაღა მიგასწავლო, აი, აქვეა, სმა-ჭამეთის სამთავროს გვერდითო. მსუნაგეთის პირველ მეფეს სახელად მუცელა ერქვა, ხალხი კი კუჭმოკალულას ეძახდა. იმისთანა მადის პატრონი ტყუილია. მთელი დღე ჯამში ჩაიტირებოდა. მუცელს ხან აღორებდა, ხან აქორებდა. მაკარონს სტომაქში რომ ჩაუძახებდა, ჯამსაც თან მიაყოლებდა. თიხისა იყო თუ ხისა, არ დაგიდევდა. თავის დღეში არც გვრემა იცოდა და არც ჯდომი მოსწოლია.
კუჭმოკალულა მალე სამკოვზად წოდებულმა მუცელა მეორემ შეცვალა. სამკოვზა იმიტომ შეარქვეს, შეჭამანდს ერთდროულად სამი ვერცხლის კოვზით მიირთმევდა: ერთი მარჯვენა ხელით ეჭირა, მეორე-მარცხენათი, მესამეთი კი დედოფალი აჭმევდა; ვაი, იმის ბრალი, თუ კოვზი გალიცლიცებული არ იყო.
მსუნაგეთის სამეფოს ტახტი დღენიადაგ სამოთხესავით აყვავებული სუფრის თავში იდგა. სამკოვზას მერე იმ ტახტზე ავიდნენ:
მუცელა მესამე, სუსნიად წოდებული;
მუცელა მეოთხე, ანუ პარმული კატლეტი;
მუცელა მეხუთე, იგივე ტვლეპია;
მუცელა მეექვსე, ქათმის ჭირი;
მუცელა მეშვიდე, რომელსაც "აღარ დარჩა?" ერქვა და იმით გაითქვა სახელი, რომ თავისი საკუთარი გვირგვინიც კი გადაყლაპა, თუმცა ნაჭედი რკინისა იყო;
მუცელა მერვე, მეტსახელAდ ყველიქერქა, რომელმაც ერთხელ სუფრაზე ვერაფერი საჭმელი რომ ვერ იპოვა, ადგა და სუფრა შეჭამა;
მუცელა მეცხრე, რკინის ყბად ცნობილი, რომელმაც სამეფო ტახტი თავის მუთაქებიანად გადასანსლა.
ასე და ამგვარად ამოწყდა მთელი მუცელაანთ გვარი.
ჯ. როდარი
ფორმები (3-4 წელი)
1. წრე
2. ოთხკუთხედი
3. სამკუთხედი
4. სხვადასხვა ფორმები: გული, ვარსკვლავი, ნახევარმთვარე, ჯვარი
5. ფორმები, ფერები და ზომები
საერთო აქტივობები
დილის წრე
სამაგიდო
(ნატიფი მოტორიკა) თითოეულ ბავშვს დაურიგეთ ფურცელზე დახატული დიდი ზომის დღის ფორმა (მაგ. კვდრატი); სთხოვეთ ბავშვებს, ცომისგან გამოძერწონ გველის ფორმები და დაადონ შესაბამის ფორმას ქაღალდზე; ცომის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თასმები.
(ნატიფი მოტორიკა/სენსორული/აღმოჩენა) ზუმფარას ქაღალდისგან გამოჭერით დღის ფორმები. ფორმაზე დაადეთ თეთრი ქაღალდი (სიმყარისთვის ფორმა ორმაგი სკოჩით დაამაგრეთ ქაღალდზე). სთხოვეთ ბავშვებს, ფანქრები გაუსვან ქაღალდზე (კრეიონები/პასტელები მთელი სიგრძით შეუძლიათ წაუსვან). რა ფორმა გამოჩნდა ქაღალდზე ?
სამუშაო ფურცლები (იხ. დანართი) – “გაყევი ფორმებს” ან “იპოვე ფორმები”. გააფერადე წრეები (სამკუთხედი, ოთხკუთხედი) და დაეხმარე ბავშვს იპოვოს სახლი. იპოვე წრეები (სამკუთხედი, ოთხკუთხედი) და გააფერადე ყვითლად.
სამუშაო ფურცლები (იხ. დანართი) – ”ფორმები და ზომები”
სამუშაო ფურცლები (იხ. დანართი) – “ერთი ფერის ფორმები”, იპოვე ერთი ფერის ფორმები (ორ ფერში დახატული ხუთი ცალი სამი ფორმა, მაგ. ერთი ვარდისფერი მართკუთხედი, ორი ვარდისფერი ტრაპეცია, ერთი ვარდისფერი ვარსკვლავი, ერთი შავი ვარსკვლავი)
მათემატიკის უნარი (თვლა და ფორმა); სთხოვეთ ბავშვებს, დაითვალონ 3 ფორმა; 5 ფორმა;
მათემატიკის უნარი (ფორმები და რაოდენობა); სამუშაო ფირცლები (იხ.დანართი) “ფორმები და რაოდენობა”; აჩვენეთ ფურცელზე დახატული 3 წრე და 2 სამკუთხედი; ჰკითხეთ, რომელი ფორმაა მეტი, ნაკლები;
(სივრცით მხედველობითი) ქაღალდის გამოჭრილი ფორმის, შესაბამისი დახატული კონტურისთვის მორგება.
ათამაშეთ ბავშვები ფერების დომინო და ფორმების ლოტო.
მოძრაობა
წინაპირობა: მასწავლებელი აცნობს ბავშვებს სამ ფერს: წითელს, ყვითელს და მწვანეს.
მასალა: 6 სკამი. 15 - 20 სმ. სისქის სხვდასხვა ფერის 9 წიგნი, მყარი ყუთი ან ერთმანეთზე დადებული საბავშვო რეზინის ხალიჩის ნაჭრები (3 წითელი, 3 ყვითელი, 3 მწვანე).
მასალა: 6 სკამი. 15 - 20 სმ. სისქის სხვდასხვა ფერის 9 წიგნი, მყარი ყუთი ან ერთმანეთზე დადებული საბავშვო რეზინის ხალიჩის ნაჭრები (3 წითელი, 3 ყვითელი, 3 მწვანე).
ფოტო1
სამი სხვადსხვა ფერის დიდი ნაჭერი (1 წითელი, 1 ყვითელი, 1 მწვანე). 12 სხვადასხვა ფერის ბუშტი (4 წითელი, 4 ყვითელი, 4 მწვანე). 15 სხვადასხვა ფერის წრიული ფორმის ფურცელი ან მუყაო (5 წითელი, 5 ყვითელი, 5 მწვანე). შეიძება გამარტივების მიზნით ნაკლები რაოდენობის მასალის გამოყენება.
ადგილი: ოთახი ან დარბაზი
ფოტო2
ოთახის ერთ ბოლოში დგას სამი სხვადასხვა ფერის ,"სახლი", ოთახის მეორე ბოლოში კი სხვადასხვა ფერის ბუშტები ყრია ან კიდია. ,,სახლებსა’’ დ აბუშტებს შორის ,"კუნძულების"’ გზა გადის.
სახლი ორი სკამისგან არის აგებული, რომლებიც ერთმანეთთან ზურით (დაახ. 1,5 - 2 მეტრის დაშორებით) დგას და მათზე ნაჭრია გადაფარებული. ასეთი კონსტრუქცია სამია და თითოეული სხვადასხვა ფერისაა. თითო ფერის სახლში "ცხოვრობს" სამი ბავშვი. ბავშვები "სახლის" გასწვრივ განლაგებულია იგივე ფერის "კუნძულები", რომელთა გავლით ბავშვბი ბუშტების მოსატანად მიდიან (აბიჯებენ მხოლოდ კუნძულებზე ისე, რომ წყალში არ ჩავარდნენ). ზოგი "კუნძული" 15-20 სმ. სისქის წიგნი ან მყარი ყუთია, ზოგი უფრო პატარა წრის ფორმის 2-3 სმ. სისქის მუყაო. გზაზე ერთი ფერის დიდი და პატარა "კუნძულები" ცვლიან ერთმანეთს. თითოეული "სახლიდან" გამოდის ბავშვი და „კუნძულების“ გადაკვეთით მიდის, მირბის ან მიხტუნავს ოთახის ბოლოში დადებულ ბუშტებამდე, უკან კი „მარტივი“ გზით ბრუნდება. რა ფერის ბუშტსაც აირჩევს იმ ფერის "სახლის""სახურავაზე" (ნაჭერზე) დებს მას და „სახლში“ შედის. ელოდება სანამ ყველა ბუშტს მოიტანენ სხვები და შესაბამისი "სახლის" სახურავზე დადებენ. როდესაც ყველა ბუშტი "სახლების სახურავებზე" დალაგდება, ბავშვები ნაჭრებს იღებენ (ერთი ბავშვი ერთი მხრიდან, მეორე - მეორე მხრიდან) და აფრიალებენ ნაჭერს, ბუშტები იყრება და ყველა ბუშტებით თამაშობს. ბოლოს მასწავლებელი და ბავშვები ერთად ალაგებენ "კუნძულებს", ფერებისა და ფორმების შესაბამისად.
1.წრეები
დილის წრე
ხელოვნება
სამაგიდო/მათემატიკა
მუსიკა და მოძრაობა
საღამოს წრე (დღის გააზრება/შეჯამება)ჰკითხეთ ბავშვებს:
2. ოთხკუთხედები
დილის წრე
ხელოვნება
კონსტრუქციული
წაახალისეთ ბავშვები კუბების გამოყებით ააგონ კონსტრუქცია.
დრამატული თამაში
აჩვენეთ ბავშვებს, როგორ დაამზადონ ქაღალდის პარკისაგან ცხოველი-თოჯინები. (გამოჭერით ცხოველის ნიღბები, გააფერადეთ და ლამინირება გაუკეთეთ, ან ბავშვებმა თვითონ დახატონ ცხოველის თავები. ლამინირებული თავები ქაღალდის პარკის ძირს დააწებეთ. (იხ. დანართი) ყურადღება მიაქციონ თოჯინების ოთხკუთხა ფორმის ტანს. სთხოვეთ, შექმნან თოჯინების სპექტაკლი.
წიგნიერება
მეცნიერება/აღმოჩენა
მუსიკა და მოძრაობა
წიგნიერება
საღამოს წრე (დღის გააზრება/შეჯამება)ჰკითხეთ ბავშვებს:
3.სამკუთხედები
დილის წრე
ხელოვნება
კონსტრუქციული
წაახალისეთ ბავშვები, მხოლოდ სამკუთხა კუბების გამოყენებით ააგონ კონსტრუქცია.
სენსორული/ქვიშა და წყალი
მოიმარაგეთ ორკბილა ქვიშის სავარცხლები (Sand Combs with V-shape cuts) (გამოჭერით სამი ან ოთხი 10 სმ. ხ 20 სანტიმეტრზე სქელი ქაღალდის ან მუყაოს ზოლი. გაუკეთეთ კბილები გრძელ მხარეს. პირველზე გამოჭერით V–ის ფორმა (სამკუთხედი), მეორეზე – კუბის ფორმის კბილები, დანარჩენზე კი სხვა ფორმა ( იხ. დანართი) ). წაახალისეთ ბავშვები ნაკვალევი დატოვონ ქვიშაში. მოახერხებენ სამკუთხედის დახატვას?
წიგნიერება
საღამოს წრე (დღის გააზრება/შეჯამება)ჰკითხეთ ბავშვებს:
4. სხვადასხვა ფორმები (გული, ვარსკვლავი, ნახევარმთვარე,)
დილის წრე:
ხელოვნება
სამაგიდო
წიგნიერება
საღამოს წრე
5. ფორმა, ზომა და ფერი
დილის წრე
კონსტრუქციული
სამაგიდო
ხელოვნება
მოძრაობა
საღამოს წრე
დანართი:
დანართი 1
ჩემი ბურთი
დიდი არის ჩემი ბურთი,
დიდი ვებერთელა,
ოთხი ციდა მუცელი აქვს
ჩემი მკლავის ხელა.
ხელს დავკრავ და გაფრინდება,
გაგორდება_როგორ;
გუშინ თავი გაუტეხა
მეეზოვის გოგოს.
ამაგლიჯეს ჩემი ბურთი,
დაახალეს მიწას,
მაგრამ იცით, როგორც გიჟი,
წამოვარდა იმწამს.
გადმოგორდა, დაეძგერა
დიდი ფანჯრის მინას
და ზედ ცხვირზე დაასკუპდ
აჩემს ბებიკოს მძინარს.
წამოვარდა ჩემი ბებო:
"ქურდი, ქურდი, ქურდი"
ქურდის ნიცვლად ხელში შერჩა
ჩემი კოხტა ბურთი!
ლიდია მეგრელიძე
დანართი 2
სამკუთხედი სახურავი
ერთი, ორი, სამი ხაზი
შეერთდა და მოიხაზა,
სამკუთხედის ხაზვა ვიცი,
სიხარულით ყვირის ზაზა.
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ოთხი კუთხე ფორთხვით
მორბისზაზა ყვირის: _მოდი, დედი,
მივუხაზე ოთკუთხედი.
მერე მრგვალად და თანაბრად
შემოხაზა დიდი წრე,
დაინახა უცაბედად
წრე ზეცისკენ მიიწევს.
აბრიალდა ცაზე მზედ და
გაანათა ფურცელი,
სამკუთხედი ააბობღდა
ოთხკუთხედს და უცქერის:
მიახატა ზაზამ სწრაფად
ფანჯრები და ფარდები
უხარია სამკუთხედს,
სახურავი გავხდები.
თ. ბექიშვილი
დანართი 3
ხუთკუნჭულა
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხუთკუნჭულა. ღონით დიდი არაფერი, მაგრამ ისეთი მოხერხებული ვინმე იყო, რასაც მოინდომებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. შეეშინდა მეფეს, ემანდ მეფობაც არ მოინდომოსო და ხუთკუნჭულას დაღუპვა გადაწყვიტა. დაიბარა თავისთან, ბაყბაყ დევს რომ ერთი უჭრელესი, ურბილესი ოთხკუთხედი ხალიჩა აქვს, ის უნდა მომიტანოო. იცოდა მეფემ ბაყბაყ დევი ცოცხალი თავით არ დათმობდა თავის საყვარელ ხალიჩას და წინასწარ უხაროდა ხუთკუნჭულას თავიდან მოშორება.
ხუთკუნჭულა რისი ხუთკუნჭულა იყო, თვალიც არ დაუხამხამებია. ერთი მუჭა ნემსები მიბოძეთო, _ითხოვა და გაუდგა გზას.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა დევის სახლს. დევი შინ არ იყო, მაგრამ ხალიჩა რომც მოეპარა, გამოეკიდებოდა და აუცილებლად დაიჭერდა. მოპარვა ხუთკუნჭულას არც უფიქრია, შეიპარა და ის ერთი მუჭა ნემსები სულ ამ ფუმფულა, ჭრელ, ოთხკუთხედ ხალიჩაში ჩაარჭო.
მოვიდა დევი ტყიდან დაღლილი, წამოწვა თავის ხალიჩაზე და შეერჭო ნემსები, იქით გადაბრუნდა_კიდევ: აქეთ გადმობრუნდა_უფრო მეტად და გადაირია საწყალი. სტაცა ხელი ხალიჩას და გამწარებულმა ფანჯრიდან გარეთ გადმოაგდო. ხუთკუნჭულასაც ეს უნდოდა, სტაცა ხალიჩას ხელი და გააცუხცუხა მეფესთან.
ხალხური მოტივების მიხედვით
დანართი 4
სათამაშო მოედანზე
ნიკა თქვენხელა ბიჭია და თქვენსავით მასაც ძალიან უყვარს სილაში თამაში. ჩავა ხოლმე ეზოში და სათამაშო მოედანზე მაშინვე სილას მიაკითხავს. მაწვნის და არაჟნის პლასმასის ქილებიც თან მიაქვს, გაავსებს სილით, კარგად დატკეპნის, ფრთხილად გადმოაბრუნებს და სილის მარტივი ფორმებით ქალაქს აშენებს. ერთ რამეზე სწყდება გული, ეზოში ერთი ბიჭია, სილაში სათამაშო ფორმების მთელი ნაკრები აქვს, მაგრამ არასდროს არავის ათხოვებს. მარტო თვითონ აშენებს და აშენებს სხვადასხვაგვარ შენობებს. ოთხკუთხედებიც აქვს, მრავალკუთხედებიც, გულებიც, ვარსკვლავებიც, მარწყვებიც და კიდევ ბევრი სხვა. გუშინ ნიკამ ზუსტად ისეთი ნაკრები მაღაზიაში ნახა. დედა შეჰპირდა, ორ-სამ დღეში მამა მივლინებიდან დაბრუნდება და გიყიდიო. ნიკა დინჯი ბიჭია, დაიცდის. თავის ფორმებს სხვებსაც ათხოვებს, მაგრამ კიდევ ერთ რამეზე ოცნებობს. თავისი ქვიშის ქალაქის გადაღებვა უნდა. დიდებმა თქვეს:_ეგეთი საღებავი არ არსებობს ქვიშის ქალაქი გადაღებოსო. ნიკას ჯადოსნური ფუნჯი უნდა. ცისარტყელა რომ გამოვა, ჩააწობს და იმ ფერებით ყველაფერს შეღებავს. თ. ბექიშვილი
დანართი 5
ფორმები, ფერები ზომები
რა ფორმისაა ბურთი, მაგიდა, სახურავი? მაგრამ წყალი? შეგვიძლია ვთქვათ, რა ფორმისაა წყალი, ქვიშა, ჰაერი. ე. ი ყველაფერს თავისი ფორმა არა აქვს და თუ ჭურჭელში არ მოვათავსეთ, არც ექნება. როგორ საგნებს აქვს ფორმა? მაგარს. პლასტელინი არც მაგარია და არც რბილი და ამიტომ რა ფორმასაც გვინდა მივცემთ, მაგრამ მზის გულზე, ფანჯრის რაფაზე თუ დავტოვეთ, გადნება და ფორმას დაკარგავს. ბევრი რამე იცვლის ფორმას იმის მიხედვით, ცივა თუ ცხელა. ხომ უკვე ვთქვით, რომ წყალს არა აქვს ფორმა, მაგრამ თუ ყალიბში ჩავასხით და საყინულეში გავყინეთ, მას ყინულის ფორმა ექნება, რომ გამოვიღებთ, გალღვება და ფორმას ისევ დაკარგავს. თუკი მზეზე დავდეთ, აორთქლდება. გინახავთ დედა როგორ აუთავებს დანამულ თეთრეულს? მას ორთქლი ასდის სიცხისგან. ასევე მოსდის წყალსაც. ფორმა არც ორთქლს აქვს, მაგრამ ცაში ცივა და იქ ღრუბლის ფორმას ღებულობს. ასეთი ცელქია წყლის წვეთი, ფორმა ხან აქვს, ხან_ არა. რასაც ფორმა აქვს, იმას აუცილებლად აქვს ზომაც. ღრუბელი დიდია ან პატარა, მაგიდაც, სკამიც, გულიც ვარსკვლავიც. როცა ადამიანები ზომაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთს რომ გააგებინონ გამოიგონეს საზომი ერთეულები: მილიმეტრი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი. მილიმეტრი ყველაზე პატარაა. სახაზავზე ყველა დანაყოფი ერთი მილიმეტრია და ეს დედამიწის მერე მხარესაც ასეა. (ვაჩვენოთ სახაზავი, მეტრიანი). გაზომვა შეიძლება მტკაველითაც, ნაბიჯებითაც. ( გავაზომინოთ მტკაველით და ნაბიჯებით ისეთი საგანი რაც სამზე მეტი არ გამოუვათ) ე. ი. ეს წიგნი ორი მტკაველია, ეს_სამი. რომელი უფრო დიდია? რასაც აქვს ფორმა და ზომა ყველაფერს აქვს ფერი, თუ არ არის გამჭირვალე. რა არის გამჭვირვალე, კარგია თუ ცუდი, რომ შუშა გამჭირვალეა? რა ფორმისაა შუშა ფანჯარაში, რა ზომისაა? რა ფერია სხვადასხვა საგნები?
დანართი 6
პრანჭიები
სულ ერთი ციცქნა, პაწია
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,
ისე პატარა ბოსტანი,
ხან ჩიტი ჭამდა, ხან_ჭია.
იქვე ბაჭიას მეზობლად
ციყვს ჰქონდა ნაძვზე ფუღურო,
შიგ ედგა ერთი ქოთანი
ცარიელი და უყურო.
და მათ მეზობლად ღრუბლების
იმედითა და ნუგეშით,
პატარა იხვი ცხოვრობდა
გობისოდენა გუბეში.
ბაჭია გაიძახოდა:_
შრომოთ მასკდება ოფლიო,
სტაფილოთი და მწვანილით
მე ვამარაგებ მსოფლიოს!
იხვი გუბიდან ყვიროდა:_
ცა თავზე ქუდად მხურავსო,
რაც მსოფლიოში თევზია,
სულ ჩამს გუბეში ცურავსო!
ციყვი ისეთი ფრთხილია,
ფუღურო ჩაკეტილი აქვს,
შიგნიდან გაიძახოდა:
_ეს ჩემი ორი კბილია,
ისეთი ალესილია,
რაც მსოფლიოში თხილია
,სულ ჩემი დაკვნეტილია!
ტრაბახში დადგა ზამთარი,
ერთ თვესაც არ გაუვლია,
იხვსაც,
ციყვსაც
და ბაჭიას
შიმშილით გასძვრათ სულია.
იხვიც,
ციყვიც და ბაჭიაც
სამთავე იყო პრანჭია.
ნ. დუმბაძე