ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
ბრძანება № 2016570
- საკადასტრო კოდი: 01.19.33.013.044
- მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა ქინძმარაული , N 15
- ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
- ფართობი: 2383.0 კვ.მ
- მესაკუთრე(ები): დარეჯან მელქაძე (P/N: 01026012537)
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- სამეურნეო და საწარმოო ობიექტები
- საწყობი
- დარეჯან მელქაძე პ/ნ 01026012537
- მისამართი: თბილისი ბახტრიონის ქ. კორ. 1 ბ. 180
- ....ქმედებები: 1663.0
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოსმთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა დაგანაშენიანების რეგულირების წესების“, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 05 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №20-105 დადგენილებითდამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ თანახმად
ბრძანება
- დაკმაყოფილდეს მოქალაქე დარეჯან მელქაძის განცხადება NAR1327080 (15.07.2015) და დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;
- განემარტოს დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელია კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად (მათ საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
- ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6), დაინტერესებულ მხარეთათვის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
I. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ
- საკადასტრო კოდ(ებ)ი: 01.19.33.013.044
- ფართობი: 2383 კვ.მ.
- მიზნობრივი დანიშნულება: არასასოფლო–სამეურნეო;
- ქალაქთმშენებლობითი ზონები, რომლებიც ვრცელდება ნაკვეთზე:
- ფუნქციური ზონა (ზონები): სამრეწველო ზონა 1 (ს-1);
(ა) სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები;
ბ) შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად).
- ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონა: –––––––––––––––––––––
- განსაკუთრებული სარეკრეაციო ზონა: ––––––––––––––––––––
- კულტურული მემკვიდრეობის ზონა: –––––––––––––––––––––
- გარემოს დაცვის ზონა: ––––––––––––––––––––––––––––––––––
- ნორმატიული ფასის ზონა:ზონა 136 (13 ლარი);
- სპეციალური რეჟიმები: –––––––––––––––––––––––––––––––––
- არქეოლოგიური უბანი/ობიექტი: ––––––––––––––––––––
II. ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ
1. სამშენებლო განვითარების მიზანი
- მშენებლობის სახეობა: N1/1 შენობის რეკონსტრუქცია (მიშენება, მიშენება-დაშენება, დაშენება ფუნქციის ცვლილებით)
- საპროექტო ობიექტი: საწყობი
- ფუნქცია/დანიშნულება: დამხმარე
- შენობის (ნაგებობის) სართულიანობა და გაბარიტები: ––––––––––––––
2. განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები
- მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1): –
- მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2): –
- მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3): –
- მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე: ––––––––––––––
შენიშვნა: კოეფიციენტების ანგარიშის წესი იხ. „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“, მუხლები: 15, 16, 17.
3. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა
- განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი: ––––––––
-
- დანიშნულება: –––––––––––––––––––––––––––––––
- შეზღუდვა: ––––––––––––––––––––––––––––––––––
-
- განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი: ––––––––
-
- დანიშნულება: –––––––––––––––––––––––––––––––
- შეზღუდვა: ––––––––––––––––––––––––––––––––––
-
გაფრთხილება: იმ შემთხვევაში თუ საპროექტო ობიექტი თავისი მახასიათებლებით დაექვემდებარება მე-V კლასის ნაგებობას, მშენებლობის ნებართვის სამივე სტადიას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
- საზოგადოებრივი საზღვრები: გააჩნია ჩრდილოეთით არსებული გზის მხრიდან (ქინძმარაულის ქუჩა);
- უკანა ეზო: ––––––––––––
- მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს საზოგადოებრივი სივრციდან, ფორმულით H=L/Y, სადაც;
- H - შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლე;
- L წარმოადგენს:
ა.ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის (ქუჩის) მხარეს მდებარე შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან ქუჩის სიგანის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ პერპენდიკულარულ მანძილს;
- Y= წარმოადგენს კოეფიციენტს, რომლის მნიშვნელობაა:
ბ.ბ) 0.25 სამრეწველო ზონებისათვის;
შენიშვნა: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსებისა და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის კონკრეტული წესები იხ. „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“-ს VI თავი.
III. დამატებითი / სპეციალური მოთხოვნები მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობების) სამშენებლო განვითარების მიმართ
- გასათვალისწინებელი ტექნიკური რეგლამენტები:
- დაცულ იქნას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების“ ტექნიკური რეგლამენტის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილებით) მოთხოვნები;
2. ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება:
- არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები, ხოლო მათი მოჭრის ან ამოძირკვა(ამოღება)-გადარგვის (გარდა ხილ-კენკროვანი ნარგავებისა) აუცილებლობის შემთხვევაში, მიღებულ იქნას შესაბამისი ნებართვა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისგან.
3. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფა: ნებართვის გაცემის თითოეული სტადიზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება. სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი. საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ. დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება.
შენიშვნა: კონკრეტული წესები იხ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ N57 დადგენილების VIII თავში.
IV. ზოგადი მითითებები და რეკომენდაციები
- არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული იქნეს:
- ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები (არსებობის შემთხვევაში) – დაცულ იქნეს სამშენებლო ნორმები; მათი გადატანის საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილ იქნეს ცნობა/თანხმობა შესაბამისი სამსახურებიდან/მესაკუთრისგან;
- ტერიტორიის გამწვანება;
- სანაგვე ყუთების განსათავსებლად ადგილების შერჩევა;
- გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები;
- ღია ავტოსადგომების განთავსება საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. ამასთან, არაერთგვაროვანი და რთული რელიეფის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებების შენახვის რეკომენდებული სახეობაა ავტოსადგომები რელიეფის გამოყენებით (მიწის ქვეშა ავტოსადგომები);
- საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგრადობის შესახებ, საჭიროებისამებრ საექსპერტო დასკვნა მომიჯნავედ არსებული შენობა–ნაგებობის/ების მდგრადობის შესახებ:
შენიშვნა: არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა იხ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მუხლი 47-ში.
2. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტაციაში გათვალისწინებული იქნეს:
- არსებობის შემთხვევაში იპოთეკარის შესაბამისი ფორმით დამოწმებული თანხმობა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე;
- მშენებლობის ორგანიზების პროექტის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით;
- მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდა (საპროექტო ობიექტის განაშენიანების ფართობის მიხედვით 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით).
- საინფორმაციო დაფის (ბანერის) შესაბამისად განახლება და ფოტოფიქსაცია (გადაღებული ახლო და შორი მანძილიდან).
შენიშვნა: მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები იხ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მუხლი 53-ში.
-
- I თავი ასახავს საფუძველმდებარე ინფორმაციას - საყრდენი მონაცემები მიწის ნაკვეთის შესახებ რომლის, ანრომელზე მდგომი შენობა-ნაგებობის განვითარებაც არის დაგეგმილი;
- II თავში მოცემულია ძირითადი მოთხოვნები (პირობები) - კანონმდებლობით უშუალოდ გათვალისწინებულივალდებულებები, მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობის) სამშენებლო განვითარებაზე;
- III თავში მოცემულია დამატებითი ან/და სპეციალური მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია„მშენებლობისნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57დადგენილებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27მარტის N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა დაგანაშენიანების რეგულირების წესებით“ და სხვა მოქმედი ტექნიკურირეგლამენტებითა და ნორმატივებით;
- IV თავი შეიცავს ზოგად ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის II და III სტადიებთან დაკავშირებით.