ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური


ბრძანება № 3006835

გაცემის თარიღი: 30/12/2016
გაცნობის თარიღი: 30/12/2016
განცხადების ნომერი: AR1463775
შემოსვლის თარიღი: 13/12/2016
შედეგი: თანხმობა
მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი:
  • საკადასტრო კოდი: 01.13.01.010.089
  • მისამართი: ქალაქი თბილისი , ლუბლიანას ქუჩა N70
  • ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
  • ფართობი: 4566.0 კვ.მ
  • მესაკუთრე(ები): შპს "სამედიცინო ინოვაციების ცენტრი" (405062523)
ნომენკლატურა :
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • სამედიცინო და ჯანმრთელობის ობიექტები
    • საავადმყოფო
დამკვეთი - განმცხადებელი:
  • ვალერი მიმინოშვილი პ/ნ 01015001043
  • მისამართი: თბილისი ვ.გორგასალის IV შეს. N 9
    ....ობიექტის ფუნქციური დანიშნულება :
    • ....ქმედებები: 1662.0


    „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 05 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №20-105 დადგენილებითდამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის “ თანახმად

    ბრძანება

     

    1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე ვალერი მიმინოშვილის  განცხადება NAR1463775   13.12.2016წ. და დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;
    2. განემარტოს დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელია კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად (მათ საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
    3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

     

    მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები

     

           I.        ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ

     

    • საკადასტრო კოდი: 01.13.01.010.089
    • ფართობი: 4566კვ.მ
    • მიზნობრივი დანიშნულება:  არასასოფლო-სამეურნეო
    • ქალაქთმშენებლობითი ზონები, რომლებიც ვრცელდება ნაკვეთზე:

    -        ფუნქციური ზონა: სპეციალური ზონა 1 (სპეცზ–1) — სპეციალური ქვეზონა, რომელიც მოიცავს არსებულ/დაგეგმილ საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სამედიცინო, ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სასაწყობო გამოყენების ტერიტორიებს;

    -        დასაშვებია სასწავლო, სამედიცინო კომპლექსები, სამეცნიერო-კვლევითი, სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულებების, აგრეთვე საქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სასაწყობო ობიექტების განთავსება.

    • სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) — სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილების   თვის განკუთვნილი

    გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს;

    დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობებისა;

    -        ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონა: გეგმარებითი კარკასი (გკ) – დედაქალაქის ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებში, ქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების კონცენტრაციის, ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობის, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი ანსამბლებისა და მოცულობითი აქცენტების,  საზოგადოებრივი ცენტრების - აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი და რეგულირებადი, აგრეთვე რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ფეხმავალი მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ და რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით;

    -        პერიფერიული ზონა (პზ) – დედაქალაქის ტერიტორიების ათვისების დაბალი ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი;

    -        განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა: --------

    -        განსაკუთრებული სარეკრეაციო ზონა: --------------

    -        კულტურული მემკვიდრეობის ზონა: -------------

    -        გარემოს დაცვის ზონა:-------------

    -        ნორმატიული ფასის ზონა:ზონა 12 (ფასი 85 ლარი)

    • სპეციალური რეჟიმები:
    • არქეოლოგიური უბანი/ობიექტი: ----------

     

        II.        ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ 

     

    1. 1.       სამშენებლო განვითარებიმიზანი
    • მშენებლობის სახეობა:  ახალი მშენებლობა
    • საპროექტო ობიექტი: საავადმყოფო
    • ფუნქცია/დანიშნულება: სამედიცინო და ჯანმრთელობის ობიექტი
    • სართულიანობა და გაბარიტები: ------------

     

    1. 2.    განაშენიანების რეგულირების პარამეტრები

     

    • კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრები:

    კ-1

    კოეფიციენტი

    კ-2

    -

    კოეფიციენტი

    კ-3

    კოეფიციენტი

    საცხოვრებელი სიმჭიდროვე

    ერთეული/ჰა

    მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები

    მინიმალური ფართობი

    კვ.მ

    მინიმალური სიგანე

    მეტრი

    მინიმალური სიღრმე

    მეტრი

    შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე

    მეტრი

     

    განაშენიანების რეგულირების პარამეტრები

    კ-1

    კოეფიციენტი

    კ-2

    კოეფიციენტი

    კ-3 *

    0,1

    კოეფიციენტი

    საცხოვრებელი სიმჭიდროვე

    ერთეული/ჰა

    მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები

    მინიმალური ფართობი

    კვ.მ

    მინიმალური სიგანე

    მეტრი

    მინიმალური სიღრმე

    მეტრი

    შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე

    მეტრი

    შენიშვნა

    * კოეფიციენტი ეხება: ტროტუარის მიმდებარე გაზონებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს და მსგავს სივრცეებს და მათი გათვალისწინება სავალდებულოა ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობისას/რეკონსტრუქციისას, სადაც ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი

     

     

    • მიწის ნაკვეთისთვის მინიჭებული პარამეტრები:

    კ-1

    კოეფიციენტი

    კ-2

    კოეფიციენტი

    კ-3

    კოეფიციენტი

    საცხოვრებელი სიმჭიდროვე

    ერთეული/ჰა

    მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები

    მინიმალური ფართობი

    კვ.მ

    მინიმალური სიგანე

    მეტრი

    მინიმალური სიღრმე

    მეტრი

    შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე

    მეტრი

     

    შენიშვნა:

    1. კოეფიციენტების ანგარიშის წესი იხ. „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“, მუხლები: 11, 12, 13.
    2. დაცულ იქნეს ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი (იხ. დანართი).

     

     

    1. 3.    მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა

     

    • განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი: -----------
      • დანიშნულება:-----------
      • შეზღუდვა: -----------
      • განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი: -----------
        • დანიშნულება:-----------
        • შეზღუდვა:-----------

    გაფრთხილება:

    1. 1.    პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოდგენილ და დაცული იქნეს  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის პოზიცია (თანდართული სქემით) არსებული ხეების სასიცოცხლო უნარების  შენარჩუნებისთვის აუცილებელი გასხვისების არეალების დატანით;

     

     

    • საზოგადოებრივი საზღვრები: გააჩნია აღმოსავლეთით და სამხრეთით  არსებული გზების მხრიდან.
    • უკანა ეზო: -----------
    • მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს საზოგადოებრივი საზღვრის მხრიდან,
    • ან, ფორმულით H=L/Y, სადაც;

    –         H - განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის ნიშნულს;

    –         L წარმოადგენს დაშორებას შენობასა და საზოგადოებრივ სივრცეს ან/და სამეზობლო საზღვარს შორის.

    –         Y= წარმოადგენს კოეფიციენტს, რომლის მნიშვნელობაა: 0.4

     

     

     

    შენიშვნა: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსებისა და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის კონკრეტული წესები იხ. „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“-ს VI თავი.

     

      III.        დამატებითი / სპეციალური მოთხოვნები მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობების) სამშენებლო განვითარების მიმართ:

     

     

     

    1. გასათვალისწინებელი ტექნიკური რეგლამენტები:
    • დაცულ იქნას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების“ ტექნიკური რეგლამენტის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილებით) მოთხოვნები;
    1. შენობის საინჟინრო სისტემებით (კონდიცირება, გათბობა-ვენტილაცია და სხვა) უზრუნველყოფა: პრიორიტეტულად მიჩნეულია ცენტრალური სისტემების მოწყობა. სხვა შემთხვევებისთვის იხილეთ ზოგადი (სარეკომენდაციო) მითითებები.
    2. განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირება:
    • დაუშვებელია შენობა-ნაგებობების სახურავებზე შემდეგი გადახურვის მასალების გამოყენება:

    ა) ნებისმიერი ფორმის მოთუთიებული თუნუქი (დაცვითი საფარისა და შეღებვის გარეშე);

    ბ) ნებისმიერი ფორმის შიფერი;

    გ) ფიქალი (გარდა საკულტო ნაგებობებისა).

    • ექსტერიერის ელემენტები და მოწყობილობები/დანადგარები:

    -        განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე არა/საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს (გარდა შენობა-ნაგებობის ყრუ ფასადისა ან/და მშენებარე შენობა-ნაგებობის ფასადისა);

    -        სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად  აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით.  ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე.

    -        ანტენები (სატელიტური, რადიო და სხვა) უნდა განთავსდეს სახურავზე. ტექნიკური აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მათი განთავსება  შენობის ფასადზე, ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე;

    -        ღიობების დამცავი საშუალებები (ჟალუზების, გისოსების და სხვა) უნდა მოეწყოს ერთიანი პროექტის საფუძველზე, მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტით;

    -        აივნებსა და ტერასებზე - ტენტების / საჩრდილობლების მოწყობა, ფასადის ერთიან სისტემაში გადაწყვეტა;

    • სახურავზე მასალების ფერების შერჩევა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნეს მიმდებარე განაშენიანების დომინანტური, ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურული გამომსახველობა;

     

    1. ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება:
    • მიწის ნაკვეთი საკადასტრო საზღვრებში საჭიროა კეთილმოეწყოს გამწვანების კოეფიციენტის  (კ-3) მინიმალური მაჩვენებლის დაცვით;
    • მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები, ხოლო მათი მოჭრის ან ამოძირკვა(ამოღება)-გადარგვის (გარდა ხილ-კენკროვანი ნარგავებისა) აუცილებლობის შემთხვევაში, მიღებულ იქნას შესაბამისი ნებართვა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისგან.
    1. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფა: ნებართვის გაცემის თითოეული სტადიზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება. სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი. საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ. დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება.

     

    შენიშვნა: კონკრეტული წესები იხ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ N57 დადგენილების VIII თავში.

     

     

       IV.        ზოგადი მითითებები და რეკომენდაციები:

     

    1. არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული იქნეს:
    • ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები (არსებობის შემთხვევაში) – დაცულ იქნეს სამშენებლო ნორმები; მათი გადატანის საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილ იქნეს ცნობა/თანხმობა შესაბამისი სამსახურებიდან/მესაკუთრისგან;
    • ტერიტორიის გამწვანება;
    • სანაგვე ყუთების განსათავსებლად ადგილების შერჩევა;
    • გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის  მოთხოვნები;
    • ღია ავტოსადგომების განთავსება საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. ამასთან, არაერთგვაროვანი და რთული რელიეფის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებების შენახვის რეკომენდებული სახეობაა ავტოსადგომები რელიეფის გამოყენებით (მიწის ქვეშა ავტოსადგომები);
    • შემდგომში გადაკეთების და შენობის იერ-სახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით:

    -        ღიობების დამცავი საშუალებების (ჟალუზების, გისოსების და სხვა) მოწყობის საჭიროების შემთხვევაში, მათ არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა;

    -        გათბობა-კონდიცირების და სხვა საინჟინრო მოწყობილება-დანადგარების შენობის გარეთ განთავსების აუცილებლობის შემთხვევაში — ფასადების ვიზუალურად ნაკლებად აღქმადი უბნები, ერთიან სისტემაში.  ამასთან, ისინი საჭიროა შეიმოსოს (დიფაროს) დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა). არარეკომენდებულია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე.

    -        ანტენების (სატელიტური, რადიო და სხვა) განთავსება სახურავზე. აუცილებლობის შემთხვევაში — შენობის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად უბნებზე;

    -        აივნებსა და ტერასებზე - ტენტების / საჩრდილობლების მოწყობა, ფასადის ერთიან სისტემაში გადაწყვეტა;

    • ხანმედეგი და კარგი გამომსახველობის სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალები, ხოლო სახურავზე — საქალაქო განაშენიანებისთვის შესატყვისი მასალა;
    • შენობის მიწისქვეშა სივრცის გამოყენება - საპროექტო ობიექტის ფუნქციის გათვალისწინებით, ნაკვეთის შესაძლებლობის შესაბამისად;

     

    შენიშვნა: არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა იხ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის  N57 დადგენილების მუხლი 47-ში.

     

    1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტაციაში გათვალისწინებული იქნეს:
    • მესაკუთრის შესაბამისი ფორმით დამოწმებული თანხმობა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე;
    • იპოთეკარის შესაბამისი ფორმით დამოწმებული თანხმობა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე;
      • მშენებლობის ორგანიზების პროექტის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით;
      • მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდა (საპროექტო ობიექტის განაშენიანების ფართობის მიხედვით 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით).
      • საინფორმაციო დაფის (ბანერის) შესაბამისად განახლება და ფოტოფიქსაცია (გადაღებული ახლო და შორი მანძილიდან).

     

    შენიშვნა: მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები იხ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის  N57 დადგენილების მუხლი 53-ში.


    • I თავი ასახავს საფუძველმდებარე ინფორმაციას - საყრდენი მონაცემები მიწის ნაკვეთის შესახებ რომლის, ანრომელზე მდგომი შენობა-ნაგებობის განვითარებაც არის დაგეგმილი; 
    • II თავში მოცემულია ძირითადი მოთხოვნები (პირობები) - კანონმდებლობით უშუალოდ გათვალისწინებულივალდებულებები, მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობის) სამშენებლო განვითარებაზე; 
    • III თავში მოცემულია დამატებითი ან/და სპეციალური მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57დადგენილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენლებით „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების” და სხვა მოქმედი ტექნიკურირეგლამენტებითა და ნორმატივებით; 
    • IV თავი შეიცავს ზოგად ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის II და III სტადიებთან დაკავშირებით.